ლეგიონი: ლევან მჭედლიძემ "კროტონესაც" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 29 იანვარს, იტალიის სერია A-ში მორიგი გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ. მჭედლიძის "ემპოლი" სერია A-ს 22-ე ტურში "კროტონეს" ესტუმრა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

26 წლის ქართველი ფორვარდი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 78 წუთი დაყო, გოლი კი 39-ე წუთზე გაიტანა, როცა "ემპოლი" 0:1 მარცხდებოდა.

სერია A-ს ბოლო 6 მატჩში ეს მჭედლიძის მე-5 გოლია. რაც შეეხება "ემპოლის", ის 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
mainz fexi itkine da shezvales, vulozav golis gatanas!
jason
30 იანვარი 2017 01:39
0
ძალიან გვჭირდება კარგი მეგოლე და მჭედლიძეზე უკეთესი საქართველოში ჯერ არ ჩანს. წარმატებები!
Lasha
30 იანვარი 2017 01:31
0
Gmertmac qnas nakrebsac ise daexmaros rogorc empols daexmara gachirvebashi
Firanichi
29 იანვარი 2017 20:09
0

სიახლეები პოპულარული