"იყო რამდენიმე საინტერესო ვარიანტი. მაგალითად, რუმინული, მაგრამ საბოლოოდ მასზე უარი ვთქვი. ბევრი ფიქრის შემდეგ კი დანიური "ესბიერგის" წინადადებას დავთანხმდი.
დანიაში კვირას ჩამოვედი, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე და კონტრაქტი გავაფორმე", - გვითხრა ზივზივაძემ.
22 წლის ფეხბურთელი ევროპულ ჩემპიონატში თამაშის პერსპექტივით გახარებულია:
"დანიაში გადასვლა ჩემთვის საპასუხისმგებლო მომენტია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად მოვემზადო, ადაპტაცია დროულად გავიარო და სათანადო
ზივზივაძე კონტრაქტის დეტალებზეც გველაპარაკა:
"ხელშეკრულება 2,5 წელიწადზეა გათვლილი და 2019 წლის 30 ივნისს სრულდება. დღეს კლუბის ხელმძღვანელობამ მუდმივი ნომრის შერჩევა შემომთავაზა. გამიხარდა, ჩემი საყვარელი ნომერი "11" თავისუფალი რომ აღმოჩნდა და სიხარულით ავიღე".
შეგახსენებთ, რომ ახლახან "ესბიერგმა" ოთარ კაკაბაძე დაიმატა. 21 ტურის შემდეგ 14-გუნდიან დანიურ სუპერლიგაში ქართველების გუნდმა 19 ქულა დააგროვა, მე-12 ადგილზეა და აუტსაიდერ "ვიბორგს" (სადაც ახლახან მათე ვაწაძე ჩაირიცხა და უკვე გოლიც გაიტანა) მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.
ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანს და გულშემატკივრებს პერსპექტიული თავდამსხმელის უფრო ძლიერ გუნდში ხილვა სურდა, მაგრამ ერთია სურვილი, მეორე კი - რეალობა. ზივზივაძე "ლელოსთან" სწორედ ამაზე წუხდა:
"სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატიდან ძლიერ ევროპულ კლუბში მოხვედრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თორემ უარს ვინ იტყოდა?! ქედმაღლობით არ ვამბობ, ისეთ ასაკში ვარ, განვითარება მსურს და საამისოდ, კარიერის უცხოეთში გაგრძელება აუცილებლად მიმაჩნია. იმედია, სწორი ნაბიჯი გადავდგი და ამ შანსს გამოვიყენებ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შენ წარმოიდგინა ნინა ბოღმოვნა, რომ სამტრედია წელს ჯგუფურზე მაინც მოხვდება, თუნდაც ევროპალიგის.აი ეს დაიმახსოვრე.
ამ ახალგაზრდა ბავშვს მხოლოდ წარმატება მინდა ვუსურვო,ის უკვე არც კი მაინტერესებს სამტრედიის კლუბში.
მაგრამ ვისაც ფეხბურთი ესმის, მისი წარმატების 75 % კლუბმა შეჰქმნა, მისი გატანილი ბურთების 75% დაღეჭილი პასები იყო და იმათ გარეშე ვინაც ამას აკეთებდა მისთვის, ის ადვილად ვერ გაიბრწყინებს თუნდაც იმ საცოდავ აუტსაიდერ დანიურ კლუბში რომლის სატრანსფერო ჯამური ფასი 6,5 მილიონ ევროსაც ძლივს აღწევს.მარტო აქედანა გვაქვს საფიქრალი თუ რასთან გვაქვს საქმე. ფეხებიც მისია, ჯანმრთელობაც მისია და ბედიც მისია.სხვები გვეყოლება , მაგაზე უკეთესებიც,ცხოვრება წინ მიდის.
ისე კი ეს არის კლუბის მენეჯმენტის სასტიკი და უპატიებელი შეცდომა რომ ასეთი 2 ფეხბურთელი იკარგება შერგელაშვილი და ზივზივაძე და ასე სუსტ და უპერსპექტივო კლუბებში. ელემენტარულად უფრო გრძელი კონტრაქტები გაეფორმებინათ და უფასოდ მაინც ვერ წავიდოდნენ ესენი,კლუბი რაიმეს მიიღებდა თუნდაც 200 000 ევროს,აბა რაში იხარჯება ბიუჯეტის ფული?უფასოდ ვუზრდით სხვა ქვეყნებს ფეხბურთელებს რომ მერე ადამიანებით მოვაჭრე "აგენტებმა" ჩაიჯიბონ მოგება ?