შოთა არველაძემ "ალანიასფორის" გაწვრთნისგან თავი შეიკავა

AutoSharing Option
თურქული "ალანიასფორი" შოთა არველაძის სამსახურით რომ იყო დაინტერესებული, უკვე ვწერდით. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს კლუბი სწორედ 43 წლის ქართველი სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავდა. დავინტერესდით და გავარკვიეთ, რომ შოთამ ამ ეტაპზე თავი შეიკავა "ალანიასფორის" გაწვრთნისგან.

რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა გარკვეული მიზეზები. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რატომ მოხდა ეს.

საკამათო არავისთვისაა: შოთას საფეხბურთო კარიერა ქართველი ფეხბურთელებისთვის მართლაც რომ სამაგალითოდ გამოდგება. როგორც ჩანს, ის ბევრს ფიქრობს სამწვრთნელო საქმეშიც - ასჯერ ზომავს, სანამ ერთხელ გაჭრიდეს.

საერთოდ, მწვრთნელის ერთ-ერთი ღირსება ისიც არის, რომ
ზუსტად უნდა შეარჩიოს ახალ გუნდში მისვლის დრო და ადგილი.

ჰოლანდიურ პრესაში ხშირად ჩნდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ შოთა არველაძით "ალკმაარია" დაინტერესებული. ეს შემთხვევითი არ არის - თავის დროზე ის ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის ასისტენტადაც იმუშავა.

სტატუსებს თუ შევადარებთ, "ალკმაარისა" და "ალანიასფორის" შედარება თითქმის შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ყველა ფაქტორი ჰოლანდიური კლუბის სასარგებლოდ მეტყველებს. რაც მთავარია, მწვრთნელისთვის ჰოლანდიაში განვითარების გაცილებით მეტი საშუალებაა პროგრესისთვის, ვიდრე თურქეთში. "ალკმაარის" საფირმო ნიშანი შემტევი, გახსნილი ფეხბურთია და სწორედ ასეთი ფეხბურთი უყვარს შოთასაც.

ამ დროისთვის, "ალკმაარს" ჰოლანდიელი სპეციალისტი ჯონ ვან დერ ბრომი წვრთნის. ცნობილია, რომ სეზონის ბოლოს მისი და "ალკმაარის" გზები იყრება და კლუბის ხელმძღვანელობა ვან დერ ბრომის შემცვლელად სწორედ არველაძეს მოიაზრებს.

ქართველი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა სწორედ "ალკმაარში" დაიწყო. ამის შემდეგ ის წვრთნიდა "ქაისერისფორს", "ქასიმფაშას", "ტრაბზონსფორსა" და თელ-ავივის "მაკაბის". ებრაულ კლუბს ის ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოძღვრავდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
shota evropashi veraferi ver daamtkize xo xedav, fuli ki gak nashovi ukmakofilo ar iknebi...hoda chadi sakartveloshi romelime kartuli gundis mtvrneli gaxdi da daamtkize, tu ratkma unda kartuli fexburti gikvars da guli shegtkiva, aket shen iket sheni zmebi...aagorzinet romelime kartuli klubi, gamoadekit kartul fexburts.
kai bichi
01:41 31-01-2017
0
სადაც სამი იქაც ოტხი..არ ტქვა უარი არაა
treneri
19:54 30-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული