ლეგიონის უქმეები: მჭედლიძის ახალი სიმაღლე - 5 გოლი 6 მატჩში [VIDEO]
"კროტონესთან" მისი თამაში, გუნდის დიდი ანგარიშით მარცხის (1:4) მიუხედავად, მედიამ დადებითად შეაფასა.
იტალიურმა "ევროსპორტმა" ქართველ ფორვარდს 10-ბალიანი სისტემით 7 ბალი დაუწერა, რაც წაგებულ გუნდში საუკეთესო შედეგია.
"გაიტანა საპასუხო გოლი და იბრძოლა 78-ე წუთამდე კბილებით, სანამ შეცვლიდნენ. ქართველი გუნდში საუკეთესოობას იმსახურებს", - წერს გამოცემა.