ჯაბა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 64-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო. მწვრთნელმა მიშელ დერ ზაქარიანმა ანგარიშის შენარჩუნება ("რეიმსი" 1:0-ს იგებდა) გადაწყვიტა და ნახევარმცველ კანკავას ნაცვლად მცველი სამუელ ბუჰური გამოჰყავდა.
თითქოს, ცვლილებაც განხორციელდა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ ქართველი მოედნიდან მეტისმეტად ნელა გავიდა და მას მეორე ყვითელი ბარათი მისცა.
კანკავას გაძევებიდან 4 წუთში კორსიკელებმა ანგარიში გაათანაბრეს და "რეიმსმა" ძვირფასი 2 ქულა დაკარგა. შედეგად გუნდმა მეორე ადგილი დაკარგა და ახლა 39