"რეიმსის" პრეზიდენტი: კანკავამ ფრანგული ცუდად იცის და ვერ გაიგო მსაჯის ნათქვამი

AutoSharing Option
ფრანგული ლიგა 2-ის მორიგ ტურში, "გაზელეკ აიაჩოსთან" მატჩში (1:1) გააძევეს "რეიმსის" ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა. თუმცა ეს მეტად უცნაურ ვითარებაში მოხდა, ჯაბას ცვლიდნენ, როცა მოედნიდან გასულ ქართველს მსაჯი დაეწია და მეორე ყვითელი ბარათი მისცა "დროის გაყვანისთვის".

- რატომ გააძევეს მოედნიდან ჯაბა კანკავა "გაზელეკ აიაჩოსთან" მატჩში [VIDEO]

მატჩის შემდეგ მსაჯობით აღშფოთებული იყო მიშელ დერ ზაქარიანი. "რეიმსის" თავკაცმა განაცხადა, რომ გუნდმა გამარჯვება ხელიდან მსაჯის გადაწყვეტილების გამო გაუშვა. ჯაბას გაძევების შემდეგ გუნდმა უპირატესობა (1:0) ვეღარ შეინარჩუნა.

"რეიმსის" ოფიციალურ საიტზე კლუბის პრეზიდენტმა ჟან-პიერ კაილომ
სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა:

"პირველ რიგში, უკმაყოფილო ვარ, რომ გუნდმა, სიტუაციის მიუხედავად, ვერ შეინარჩუნა ლიდერობა და მატჩის მიწურულს მორიგი ქულები დაკარგა, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს, რა მოხდა, სანამ მეტოქე ანგარიშს გაათანაბრებდა.

ჯაბა პირველად არაფრისთვის გააფრთხილეს, მეორე კი მთლად საოცარი იყო. კანკავამ ფრანგული კარგად არ იცის, მან ვერ გაიგო, რა უთხრა მსაჯმა შეცვლისას.

საინტერესოა, ასე ექცევიან საფრანგეთის ჩემპიონატში უცხოელ ვარსკვლავებს?

ვწუხვარ, რომ ფეხბურთელი, რომელმაც 2 წლის წინ ევროპალიგის ფინალში ითამაშა, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანია, გაოცებულია, თუ რა სახის ფეხბურთში მოხვდა.

განსაკუთრებით განცვიფრებული ვარ ფრანგ მსაჯებში ადამიანურობის დეფიციტით. ამ სეზონის წინ პირობას ვდებდი, რომ მათ მოქმედებებს კომენტარს არ გავუკეთებდი, მაგრამ როგორ გინდა ასეთ უსამართლობას მშვიდი სახით უყურო?!", - წერია კლუბის ოფიციალურ საიტზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯაბა პირველად რისთვის გააფრთხილეს ვიდეოში არ არის,მეორე გაფრთხილებაზე კი ისე ხაზგასმული სიდინჯით სტოვებდა მოედანს{ნახეთ ნაბიჯით გამოდის],რომ გაფრთხილება გასაკვირი არ არის,ასეთი რამ სხვა დროსაც ხშირად გვინახავს.
სოსო
13:16 10-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული