FourFourTwo-მ ქინქლაძე პრემიერლიგის ყველა დროის 100 საუკეთესო ლეგიონერში დაასახელა

AutoSharing Option
პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა FourFourTwo-მ ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის ასი საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა. ას რჩეულში მოხვდა ქართველი გიორგი ქინქლაძე, რომელიც "მანჩესტერ სიტისა" და "დერბი ქაუნთის" რიგებში თამაშობდა.

ჟურნალმა ჩვენებური 52-ე ნომრად დაასახელა.

"ის "სიტის" ფანებმა თავიანთ სიმღერაში უკვდავყვეს. გიორგი ქინქლაძე ერთ-ერთი ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთელი იყო პრემიერლიგაში და ერთადერთი ნათელი წერტილი მაშინდელი "სიტის" რიგებში, რომელიც ტიტულებისთვის კი არა "ელიტაში" დარჩენისთვის იბრძოდა.

ის კლუბში კიდევ ორი სეზონი დარჩა მას მერე, რაც "სიტი" გავარდა , თუმცა კონტინენტზე არაერთი გუნდი ეპატიჟებოდა. მოგვიანებით, ქინქლაძე პრემიერლიგას "დერბის"
მაისურით დაუბრუნდა, თუმცა იგი უფრო "მანჩესტერ სიტიში" გაელვებით დაამახსოვრდათ ფანებს", - წერს გამოცემა.

რეიტინგში ქინქლაძის წინ, 51-ე ადგილზე ეიდურ გუდიონსენია, ჩვენებურის შემდეგ კი - მარკ შვარცერი.

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერად კი პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო დასახელდა, რომელიც 2003-09 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა. მეორე ადგილზე "არსენალის" ვარსკვლავი ტიერი ანრი გავიდა, მესამეზე - კიდევ ერთი ფრანგი, ერიკ კანტონა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხუთეულში არა ეგრევე პირველზე იმდა დაესახელებინათ ... მაგარი იყო, უდიდესი ტალანტი მაგრამ რა ხუთეულში კარგი რა :))
emre
12:20 11-02-2017
0
ხუთეულში?რატომ პირველი ან მეორე არა,რომ პროფესიონალურად მიდგომოდა კარიერას და ძლიერ კლუბში ეთამაშა.ერთი მედალიც არ აქვს ნორმალური ევროპული ჩემპიონატის და 52–ეც მაგარი შედეგია
ემრეს
13:49 11-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული