ვაკო ყაზაიშვილი: არა მგონია, რომ პოლონეთის ჩემპიონატი ჰოლანდიისას ჩამორჩება

AutoSharing Option
16 თებერვალს ევროპალიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში ვარშავის "ლეგია" ამსტერდამის "აიაქსს" მასპინძლობს.

თამაშის წინ gol24.pl-ს კომენტარი "ლეგიაში" იჯარით მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილმა მისცა: "ჰოლანდიაში 5 წელი ვთამაშობდი და "აიაქსს" კარგად ვიცნობ. ვიცნობ მათ მწვრთნელსაც.

"აიაქსი" და "ლეგია" ერთნაირ ფეხბურთს თამაშობენ. ორივე იბრძვის მოედანზე თამაშის გასაკონტროლებლად. არა მგონია, რომ პოლონეთის ჩემპიონატის დონე ჰოლანდიისას რამით ჩამორჩებოდეს. აქ თითოეული მატჩის მოგება ძალიან ძნელია", - განაცხადა ყაზაიშვილმა.

ვაკომ პოლონეთის ჩემპიონატში "არკასთან" განვლილ მატჩზე და "ლეგიას" გეგმებზეც ილაპარაკა: "დიდი ბრძოლა გადაგვხდა და საბედნიეროდ, გაგვიმართლა. სეზონის ბოლომდე ბევრი
დროა და ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონატის მოგება. "ლეგიას" მიზანიც სწორედ ეს არის".

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიაში თამაშისას, მან სამჯერ დალაშქრა "აიაქსის" კარი (2-ჯერ ჩემპიონატში, ერთხელ თასზე). იყო დრო, როცა "აიაქსის" მისით დაინტერესებაზეც ლაპარაკობდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალი ხარ სათადარიგოების სკამები ორივეგან პლასტმასისაა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული