გუგა ფალავანდიშვილი: დიახ, "დაჩია"... კიშინიოვში ხვალ ან ზეგ ჩავალ

AutoSharing Option
კიშინიოვის "დაჩიაში" ნუკრი რევიშვილის გადასვლის ამბავი უკვე ცნობილია. საქართველოს ნაკრების მეკარე მოლდოვურ გუნდთან ერთად ესპანეთში ემზადება. იყო ინფორმაცია, თითქოს, 29 წლის კიპერთან ერთად "დაჩიაში" ქუთაისის "ტორპედოდან" წასულ გუგა ფალავანდიშვილსაც ელიან, რომლის კონტრაქტიც კვიპროსის "ეთნიკოსთან" ფიფამ არ დაარეგისტრირა.

"ლელო" დაუკავშირდა 23 წლის ნახევარმცველს, რომელმაც მოლდოველთა ინტერესი და შესაძლო ტრანსფერი დაადასტურა:

"მართალია. კიშინიოვში ხვალ ან ზეგ ჩავალ, მაგრამ ჯერ დეტალები არ ვიცი და მალე გავარკვევ, კონტრაქტს რა ვადით გავაფორმებ. მთავარია, "ეთნიკოსში" ჩემი ტრანსფერი არ
დარეგისტრირებულა, ანუ "დაჩია" სეზონში მესამე კლუბი არ იქნება და ხელი არ შემეშლება", - ამბობს ფალავანდიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც იქნა კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა ოცნებების ასრულებას, გილოცავ გუგა შენი ოცნება ახდა..! გეთამაშა რა კიშინიოვის დაჩიაში!
svan
17 თებერვალი 2017 18:32
0
იცის რო მოლდაველებს ლამაზი ქალები ყავთ და მაგ პონტში მიდის ცოტას გაერთობა,მერე კამაზს მოარტყავს ან შინიკს და ამასობაში ასაკიც შეეპარება ,და გაფრინდა ნიჭირებაც ამ არაფრის მომცემ კლუბებში ხეტიალით.
vai vai
17 თებერვალი 2017 16:48
0
აბა რა გიჭირს ამიერიდან...დიდი ტრამპლინია:(
----
17 თებერვალი 2017 14:35
0
ოოო კიშინიოვი საფეხბურთო ცენტრია და იქ ნამდვილად აიმაღლებენ ოსტატობას...
status quo
17 თებერვალი 2017 13:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული