ბოლო ინფორმაციით, ლევან მჭედლიძე ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
tuttomercatoweb.com-ის ინფორმაციით, "ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ ზურგის ტრავმა მოიშუშა და გუნდს "იუვენტუსთან" მატჩისთვის სამზადისში შეუერთდა, მაგრამ...

ამ სასიამოვნო ინფორმაციიდან რამდენიმე საათში iltirreno-მ დაწერა, რომ მართალია, მჭედლიძემ ზურგი მოირჩინა, მაგრამ ახლა პრობლემა ფეხის კუნთებზეა. თუმცა ფორვარდის მდგომარეობა უმჯობესდება და მან შესაძლოა, 25 თებერვალს "იუვენტუსთან" მაინც ითამაშოსო.

კიდევ უფრო უახლესი ინფორმაციით, ლევანმა გუნდთან ერთად სრულყოფილად ივარჯიშა, ჩანს, ყველანაირი ფიზიკური პრობლემა მოაგვარა და ტურინულ მატჩშიც ითამაშებს, - ამის შესახებ უკვე vavel.com წერს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფორვარდმა ამ სეზონში სერია A-ს 12 თამაშში (9
ძირითადში) 5 გოლი გაიტანა და "ემპოლის" საუკეთესო გოლეადორია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვისურვებდი ბოლო ტრავმა ყოფილიყოს მისთვის, გააწამა ეს ბიჭი, არა და მართლა ჯიგრით თამაშობს ნაკრებში და ამის გარდა პრაქტიკულად არც გვყავს თავდამსხმელი
llcl
17:44 21-02-2017
0
და სად ნახეთ თავდამსხმელი არველაძის შემდეგ არ გვყოლია ერთი ეს ბიჭია იმედი თორე ქვილითაია მოლდოვასთან ვნახე და ბურთზე ფეხი არ დააკარებინეს
Unknown
10:59 23-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული