ჯაბა კანკავა: "რეიმსთან" ერთად ლიგა 1-ში დაბრუნება მსურს

AutoSharing Option
დღეს, 23:45-ზე ფრანგულ ლიგა 2-ში ჯაბა კანკავას "რეიმსი" მასპინძლობს ლიდერ "ბრესტს". მატჩის წინ ჯაბა კანკავამ ფრანგულ მედიას შემდეგი განუცხადა:

"ბრესტის" წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, თუმცა ეს არ არის სეზონის გადამწყვეტი დაპირისპირება. ჩემი მიზანია ლიგა 1-ში დაბრუნება, თუმცა ჯერ ამ დივიზიონში ვთამაშობ "რეიმსთან" ერთად და ჩემი მთავარი მოტივაციაა "რეიმსთან" ერთად ელიტაში დაბრუნება.

თავიდან ფსიქოლოგიურად ძნელი იყო რეალობასთან შეგუება. სწორედ ამიტომ სეზონის დასაწყისში უცნობი იყო, დავრჩებოდი თუ არა კლუბში. ახლა ეს უკვე წარსულშია. მთლიანად კონცენტრირებული ვარ "რეიმსის" თამაშებზე. ძალებს მმატებს იმის
იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ ცხრილში წინსვლას და ლიგა 1-ში დაბრუნებას", - განაცხადა ქართველმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ კანკავას "რეიმსი" 42 ქულით მეხუთე ადგილზეა და ლიდერ "ბრესტს" 6 ქულით ჩამორჩება. ლიგა 1-ში ორი გუნდი გადადის, მესამეადგილოსანი კი პლეი ოფში ითამაშებს.

ჯაბა კანკავამ ამ სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის ერთხელ გააძევეს და ხუთჯერ გააფრთხილეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებებს გისურვებ ღირსეულო კაპიტანო
ბაჩო გ
19:29 27-02-2017
0
ნიკოლოზ ბასტია ლიგა1 ა, ესენი ბრესტს ეთამაშებიან, წარმატებები კაპიტანო
opizar
00:03 28-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული