"ლევან მჭედლიძე კვლავ თამაშგარეთაა. ეს უკვე შემაშფოთებელია. ქართველს ბარძაყის კუნთი აწუხებს. გამოკვლევამ გამორიცხა სერიოზული ტრავმა, თუმცა მჭედლიძემ დღეს სცადა ვარჯიშის განახლება, მაგრამ ტკივილი კვლავ იგრძნო.
ახლა მჭედლიძის მიზანი "ნაპოლისთან" საშინაო მატჩისთვის დაბრუნებაა", - წერს საიტი.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს "ემპოლი" "კიევოს" ვერონაში ესტუმრება, ხოლო 19 მარტს "ნაპოლის" უმასპინძლებს, შემდეგ კი სანაკრებო პაუზაც დადგება.