"საკუთარი თამაშის შეფასება გამიჭირდება, სჯობს, ამაზე მასმედიამ და გულშემატკივრებმა იმსჯელონ. მიხარია, რომ ჩემმა გუნდმა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
სოლიდური ანგარიშის მიუხედავად, მეტოქე სულაც არ ყოფილა ურიგო გუნდი. თუმცა ფაქტია, რომ "ზარიამ" უკეთ ითამაშა. ცუდი კლიმატური პირობების მიუხედავად, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა მწვრთნელების ყველა დავალების
ასეთ მინდორზე კი კარიერის განმავლობაში პირველად ვითამაშე. "ზარია" ტექნიკური გუნდია და ჩვენთვის გამარჯვება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ვიმედოვნებ, შემდეგ მატჩებს უკეთეს პირობებში ჩავატარებთ", - თქვა ლიპარტიამ.
მისი თამაშით კმაყოფილი დარჩა "ზარიას" პრეზიდენტი ევგენი გელერი: "გამარჯვებას გუნდური თამაშით მივაღწიეთ და რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა გამიჭირდება. მოხარული ვარ, რომ ახალწვეულებმა და კონკრეტულად, ჯაბა ლიპარტიამ თავი კარგად წარმოაჩინეს".
ინტერი ნახევარფინალშია
ბაქოს "ინტერი", რომლის შემადგენლობაშიც ჩვენი არაერთი თანამემამულე თამაშობს, აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალში გავიდა. კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გუნდი განმეობით მეოთხედფინალურ მატჩში შინ 0:0 დაუზავდა ქვედალიგელ "აფშერონს" და რაკი პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული, შემდეგი ეტაპის საგზურიც მას დარჩა.
"ინტერის" შემადგენლობაში ქართველთაგან გიორგი ლომაიამ, კახა მჟავანაძემ, ილია კანდელაკმა და დავით ოდიკაძემ ითამაშეს. ოდიკაძე 70-ე წუთზე შეცვალეს, დანარჩენმა ქართველებმა კი მოედანზე 90 წუთი დაჰყვეს.
თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა "გაბალა", რომლის ღირსებასაც გოგა ბერაია იცავს. "გაბალა" შინ "ბაქის" 0:0 ეთამაშა, სტუმრად კი 0:1 დამარცხდა.