კრილიამ დვალიშვილი ვერ იყიდა

AutoSharing Option
რუსული "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, სამარის "კრილია სოვეტოვს" ლადო დვალიშვილის შეძენა სურდა, მაგრამ ჰაიფას "მაქაბისგან" უარი მიიღო. "კრილია" საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ამჟამინდელ კლუბს 1,5 მილიონ ევროს სთავაზობდა. ვერ გეტყვით, ამ თანხამ "მაქაბი" არ დააკმაყოფილა თუ პრინციპულად არ სურს დვალიშვილის დათმობა. არადა, სეზონის დასრულებისთანავე ლადო თავისუფალი აგენტი ხდება.

დვალიშვილის ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო პერიოდი დასასრულს უახლოვდება და მოედანს იგი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება. ისრაელის მიმდინარე ჩემპიონატში მან 21 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.


ქართველები ნახევარფინალს მიღმა
აზერბაიჯანის თასისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა "თურანი", რომლის ღირსებასაც
გიორგი ჭედია, გიორგი ბერიაშვილი და ოლეგ გველესიანი იცავენ. აზალ-თან განმეორებითი შეხვედრა "თურანმა" 1:1 ითამაშა, პირველი კი 0:2 ჰქონდა წაგებული. გველესიანი მოედანზე არ გასულა, ბერიაშვილმა სრულად ითამაშა, ჭედია კი მეორე ტაიმში შეცვალეს.

ნახევარფინალში ერთი დღით ადრე გასული ბაქოს "ინტერი" თასის ფინალში გასასვლელად სწორედ აზალ-თან იბრძოლებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული