Univision: ანანიძე, პატო, უილშირი... ფეხბურთელები, რომლებმაც ვერ გაამართლეს

AutoSharing Option
ესპანურმა საიტმა univision.com-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც იმ ფეხბურთელებზეა საუბარი, რომლებმაც მოლოდინები ვერ გაამართლეს.

სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" 24 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც.

"ანანიძისთვის ერთდროულად საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები იბრძოდნენ. ჯანომ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 2009 წელს 17 წლის ასაკში შედგა. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც რუსეთის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა", - წერს საიტი.

სიაში ისეთი ცნობილი ფეხბურთელებიც მოხვდნენ, როგორებიც ხავიერ სავიოლა, ვალერი ბოჟინოვი, ნიკლას ბენტნერი, ალეშანდრე პატო, ჯეკ უილშირი, იკერ მუნიაინი, ბოიან კრკიჩი,
ალენ ჰალილოვიჩი
არიან.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯანო ნახევარი სეზონი რომ მაინც ათამაშონ ძირითადში დარწმუნებული ვარ სულ სხვა დონეზე ითამაშებს.დღეს სათამაშო დროს უყოფენ ფაქტიურად შუაზე ჯანოს და ძალიან გამოცდილ პოპოვს. ეს პოპოვი ბულგარეთის ნაკრების ლიდერია და ისიც არ უნდათ სპარტაკში, როგარც ჩანს, დატოვონ სათამაშო დროის გარეშე . ეს ასე ჩანს შორიდან . სანამ პოპოვი იქნება გუნდში ჯანო ყოველთვის ნახევრად სათადარიგი იქნება,ასეთ შემთხვევაში კი ნამდვილად ვეღარ განვითარდება და იქნება იქ სადაც არის ახლა.
kika
11 აპრილი 2017 11:38
0
ვერ ვიტყვი რომ ვერ გაამართლა ეს გადაჭარბებული შეფასებაა. ჯანო, ნაკრებშიც და სპარტაკშიც ძირითადი მოთამაშეა ეს ცხადია.
gia
11 აპრილი 2017 11:33
0
ჯ ა ნ ო მოუმატებს ------მიდი ჯანო წინ წინ გასწი
გერგებე
11 აპრილი 2017 11:08
0
გაამართლა თუ არ გაამართლა 5 წლით გააფორმა ხელშეკრულება სპარტაკთან. ყველათვიური ხელფასი 120000 აშშ დოლარია პრემიებზე რო არაფერი აღარ ვთქვა. სპარტაკის შეფები სულელები არ არიან და ამხელა ხელშეკრულებებს ტყუილად არ დებენ
კახა
11 აპრილი 2017 08:24
0
რატომ არის ანანიძე ისეთი ფეხბურთელი რომელმაც ვერ გაამართლა? უსამართლობაა, გრანდებში არ გაუშვეს და ძირითადიც არ აღირსეს, ვერ გაამართლა კი არა არ გაამართლებინეს მაგრამ ჯანო თავის სიტყვას მაინც იტყვის. თქვენი სიბნელე იმაშია რომ მაგას აბრალებთ.
ზვიადი
11 აპრილი 2017 06:53
0
ჯანო ფიზიკურად ძალიან სუსტია,მით უმეტეს რუსეთის ლიგისათვის,სადაც უფრო ძალისმიერი ფეხბურთია,აქედანაა ტრავმებიც,არადა სიმაღლეში და წონაში ალბათ ვეღარ გაიზრდება,ან თუ გაიზრდება ,უმნიშვნელოდ.
სოსო
10 აპრილი 2017 21:43
0
რუსეთს თუ მოშორდება გაამართლებს, თუ არადა დარჩება პერსპექტიულად ბოლომდე
anti
10 აპრილი 2017 20:11
0
ამ სიაში მოხვედრაც წარმატებაა ჩვენთვის, თუ სხვა ქართველი ფეხბურთელების "მიღწევებს" გადავხედავთ
lado
10 აპრილი 2017 17:28
0
ჯანოს ყველაფერი წინ აქ. მჯერა. იმიტომ რომ ამ ბიჭმა იცის სად მიდის და როგორ მივიდეს. აი ნახავთ 2-3 წელიწადში რა დონეზე ითამაშებს.
Vakhtang Lobzhanidze
10 აპრილი 2017 15:03
0
Duduli
duli
10 აპრილი 2017 13:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული