Univision: ანანიძე, პატო, უილშირი... ფეხბურთელები, რომლებმაც ვერ გაამართლეს

AutoSharing Option
ესპანურმა საიტმა univision.com-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც იმ ფეხბურთელებზეა საუბარი, რომლებმაც მოლოდინები ვერ გაამართლეს.

სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" 24 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც.

"ანანიძისთვის ერთდროულად საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები იბრძოდნენ. ჯანომ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 2009 წელს 17 წლის ასაკში შედგა. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც რუსეთის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა", - წერს საიტი.

სიაში ისეთი ცნობილი ფეხბურთელებიც მოხვდნენ, როგორებიც ხავიერ სავიოლა, ვალერი ბოჟინოვი, ნიკლას ბენტნერი, ალეშანდრე პატო, ჯეკ უილშირი, იკერ მუნიაინი, ბოიან კრკიჩი,
ალენ ჰალილოვიჩი
არიან.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯანო ნახევარი სეზონი რომ მაინც ათამაშონ ძირითადში დარწმუნებული ვარ სულ სხვა დონეზე ითამაშებს.დღეს სათამაშო დროს უყოფენ ფაქტიურად შუაზე ჯანოს და ძალიან გამოცდილ პოპოვს. ეს პოპოვი ბულგარეთის ნაკრების ლიდერია და ისიც არ უნდათ სპარტაკში, როგარც ჩანს, დატოვონ სათამაშო დროის გარეშე . ეს ასე ჩანს შორიდან . სანამ პოპოვი იქნება გუნდში ჯანო ყოველთვის ნახევრად სათადარიგი იქნება,ასეთ შემთხვევაში კი ნამდვილად ვეღარ განვითარდება და იქნება იქ სადაც არის ახლა.
kika
11:38 11-04-2017
0
ვერ ვიტყვი რომ ვერ გაამართლა ეს გადაჭარბებული შეფასებაა. ჯანო, ნაკრებშიც და სპარტაკშიც ძირითადი მოთამაშეა ეს ცხადია.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული