ტყუილია! - ბუდუ ზივზივაძე "ესბიერგიდან" "სამტრედიაში" დაბრუნებას არ აპირებს

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც ამ ზამთარს "სამტრედიიდან" დანიურ "ესბიერგში" გადავიდა, სამშობლოში ნაადრევად დაბრუნებასა და კვლავ სამტრედიულ გუნდში თამაშს არ აპირებს.

მანამდე გავრცელდა ხმები, თითქოს, ზივზივაძე ახალი გუნდით უკმაყოფილოა და ისევ "სამტრედიაში" თამაშს აპირებს...  22 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"ტყუილია. ბევრს ისიც ეგონა, რომ აქ ერთი წუთითაც არ მათამაშებდნენ, მაგრამ უკვე ძირითადში მოვხვდი.

რაც შეეხება "სამტრედიას", მთელი ცხოვრება გია ცეცაძის, ბიჭებისა და ამ გუნდის ხელმძღვანელობის მადლიერი ვიქნები, რადგან ნდობა მქონდა, ავთამაშდი და
დანიელებმა სწორედ "სამტრედიაში" თამაშის შემდეგ შემნიშნეს.

მაგრამ ევროპაში ქართველი იმიტომ მიდის, რომ უკეთეს დონეზე ითამაშოს და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს. აქ კი ბევრად მეტი თავი და ყურია, ევროპელი სელექციონერები ყველა შეხვედრას ესწრებიან და მეტი შანსია, რომ შეგნიშნონ", - თქვა გამოცემასთან ინტერვიუში ზივზივაძემ.

ბუდუ ზივზივაძემ აქამდე "ესბიერგის" 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა: 2-ჯერ ძირითადში, 4-ჯერ კი შეცვლაზე ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბუდუს სულ ორი თამაში ვნახე და ძალიანაც მომეწონა,აშკარად აქვს რესურსი მაღალ დონეზე თამაშის,მაგრამ მაშინაც არ ვურჩიე და ახლაც იმ აზრზე ვარ,რომ მისთვისაც და სამტრედიისთვისაც აჯობებდა ნახევარი წელი მაინც კიდევ დარჩენილიყო გუნდში,მერე მისი მაზანდა გაცილებით მაღლა აიწევდა,ახლა კი მას სერიოოზულად ვერ აღიქვამენ მისი ფასის გამო,ნდობაც ნაკლები აქვს და შესაბამისად თავის გამოჩენის შანსიც გაცილებით მცირეა.
სოსო
23:35 14-04-2017
0
itamasha ar kmara .goli goli goli.esaa mtavari tore im zamenazec ar shegishveben.moindome da miagcev
kkkk
11:51 13-04-2017
0

სიახლეები პოპულარული