[ლეგიონი] ლევან მჭედლიძემ "მილანთან" ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ სერია A-ს 33-ე ტურში ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძის "ემპოლი" იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში "მილანს" ესტუმრა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-40 წუთზე თავური დარტყმით სწორედ ქართველმა ფორვარდმა გახსნა.

- ლევან მჭედლიძემ "მილანს" გოლი გაუტანა, "ემპოლიმ" კი მოიგო [VIDEO]

მჭედლიძემ ტრავმა მეორე ტაიმის დასაწყისში მიიღო, რის გამო მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ლევანის ტრავმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მჭედლიძე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

"ემპოლის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ
15 მატჩში მჭედლიძის ანგარისზე 6 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგარი კაცია, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, იმენნად სულით ძლიერი და მებრძოლი ადამიანია
ბობ
10:19 24-04-2017
0
ან რაღაც სხვა უფრო სერიოზული პრობლემა აქვს ამ ბიჭს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ან კიდევ უაღრესად არაპროფესიონალი ექიმების გარემოცვაშია. ასე 40 წუთში ერთხელ ფეხბურთელი ტრავმას იღებდეს არსად მსმენია. არადა მართლაც რომ დიდი ნიჭის და ფიზიკური მონაცემების ბიჭია.
dadu
10:23 24-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული