ზაქარიანი: თუ კანკავას გუნდის წესებით ცხოვრება არ სურს, შეუძლია გოლფი ითამაშოს

AutoSharing Option
დღეს, საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში ჯაბა კანკავას "რეიმსი" "ნიორს" სტუმრობს. წინა ტურში "ნიმთან" მატჩში ჯაბა გუნდის განაცხადშიც კი არ იყო, ახლა კი ის გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.

L'Union-თან საუბარში "რეიმსის" თავკაცმა მიშელ დერ ზაქარიანმა შემდეგი განაცხადა:

"დღეს მან პირველად ივარჯიშა გუნდში და ეს მისთვის ახალი შანსია, - თქვა მწვრთნელმა, რომელიც არანაირ გარანტიას არ აძლევს ქართველს, რომ "ნიორთან" მატჩის განაცხადში იქნება. - თუ ის მაინც არ არის ბედნიერი, უკვე მისი პრობლემაა.

გუნდს თავისი წესები აქვს, რომლებიც არ უნდა დავარღვიოთ. ჩვენ
გუნდურ სპორტში ვართ, სადაც ყველა ჯგუფის წესებს ემორჩილება. თუ ეს მას არ სურს, შეუძლია გოლფი ითამაშოს", - ამბობს დერ ზაქარიანი.

ვებსაიტის თქმით, კანკავა აღიარებს, რომ შეცდა და ზედმეტი მოუვიდა. თუმცა France Bleu-ს ინფორმაციით, კანკავა "ნიორთან" მატჩის განაცხადში მაინც ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ აუტსაიდერ "ლავალთან" 2:5 წაგების შემდეგ ჯაბა კანკავა გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობდა. ფრანგულ მედიაში ორი სხვადასხვა ვერსია გამოითქვა. პირველის მტკიცებით, ჯაბა ფსიქოლოგიურად ვერ გამოვიდა ამ მარცხიდან და თავად სთხოვა მწვრთნელს დასვენება. მეორე ვერსიით კი, ქართველი განაცხადიდან იმიტომ გამოიყვანეს, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომაზე უარი განაცხადა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
უბედურება ისაა, ნაკრების კაპიტანი ასეთ მაჩანცალა გუნდშია და აქაც ვიღაც ტერ ზახარიანის საქილიკოდ აქვს საქმე
მმმ
16:39 28-04-2017
0
ეს რომ რუსულ კლუბში იყოს ატყდებოდა ამბავი ნახეთ როგორ გვამასხარავებენ რუსებიო. სამწუხარო ისაა რომ რუსიც და ფრანგიც ერთნაირად გვიყურებს და თავის თავი ადარდებთ მხოლოდ.ნაკლებად აინტერესებთ შენი ნაკრების კაპიტნობა.
gode
17:01 28-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული