ნოდარ სიმსივე: ამხელა "დევებში" პატარა ქვეყნისა და პატარა ნაკრების დიდი წარმომადგენელი იყო

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი გულშემატკივარი ჩვენი კომენტატორების ემოციურობის ნაკლებობაზე წლების განმავლობაში საუბრობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ საუბრებმა შედარებით იკლო. ამის მიზეზი ნოდარ სიმსივეა, რომელსაც მატჩის ტრანსლაციები "სეტანტაზე" მიყავს.

მისმა ემოციურად წაყვანილმა მატჩებმა გულშემატკივარში ნამდვილად პოზიტივი გამოიწვია და ამას ის გამოხმაურებებიც ადასტურებს, რომელიც ხშირად მის წაყვანილ მატჩებს აქვს. ერთ-ერთი ასეთი კი "მილანი"-"ემპოლის" მატჩი იყო, სადაც სტუმართა გუნდის ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ თავი მორიგი გოლით გამოიჩინა.

"ჩვენი ხატია სამშობლო... აი, ასე თამაშობენ ფეხბურთს საქართველოში!", - ეს ის სიტყვებია, რომლითაც სიმსივე მჭედლიძის გოლს გამოეხმაურა და რომელსაც,
შემდგომ, ძალიან ბევრი გულშემატკივარი იზიარებდა.

Sportall.ge-მ ქართველ კომენტატორთან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ მჭედლიძის გოლსა და იმ გამოხატულ ემოციას დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე მჭედლიძემ სოციალურ ქსელში სწორედ ნოდარ სიმსივის მიერ წაყვანილი ერთ-ერთი მატჩის ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: "არ მჯერა, რომ ქართველი კომენტატორია".

"თუ მსახიობს ყველაზე მეტად ოსკარი უხარია, მე მჭედლიძის ეს პოსტი გამიხარდა. ვოცნებობ, ოდესმე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები წავიყვანო და ამ დროს, უცებ, სრულიად მოულოდნელად, ჩემ წაყვანილ მატჩს ეხმაურება ლევან მჭედლიძე. ის მჭედლიძე, რომელმაც წლების წინ შოტლანდიასთან ზეიმის საბაბი მომცა და ახლაც ანალოგიური გააკეთა.

ჩვენს ქვეყანაში სულ ნეგატივია, გულშემატკივარი წაგებებსაა მიჩვეული... ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე გეუბნებით - მჭედლიძის გოლის შემდეგ ცრემლები წამომივიდა. ამხელა "დევებში" ერთი ქართველი იყო, რომელსაც ტრავმა ახლად მოშუშებული ჰქონდა, მოედანზე გამოვიდა, თავით გაიტანა და იმწამსვე, ჩვენი ხატია სამშობლო-მეთქი!

ქართველებს შეგვიძლია გოლების გატანა და თანაც, სად? ეს ხომ არ არის რომელიმე დაბალი დონის ლიგა?! იტალიის სერია A-ში გაუტანა ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც მალე იმ ჯანლუიჯი ბუფონის გზას დაადგება, რომლისთვისაც მჭედლიძეს "პალერმოს" მაისურით აქვს გატანილი.

საერთოდ, იმდენად დიდი მოლოდინი მქონდა მჭედლიძის თამაშის, როგორც კი იტალიის ჰიმნი დასრულდა, ვეღარ მოვითმინე და ჩვენი ჰიმნი ვიმღერე. მოედანზე ქართველი იყო და საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამიტომ შევასრულე. მოედანზე პატარა ქვეყნისა და პატარა ნაკრების დიდი წარმომადგენელი დავინახე და ეს იყო დიდი ბედნიერება...

შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარებს გადავხედე, ერთ-ერთი გულშემატკივარი ამ გოლზე წერდა, რამხელა ქვეყანა ვყოფილვართო... ეს ძალიან მესიამოვნა", - თქვა სიმსივემ.

სრულ ინტერვიუს Sportall.ge ორშაბათს, 1-ელ მაისს შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ძალიან დაბალი დონის კომენტატორი არის და ასეთივე დაბალი დონის და უგემოვნო გულშემატკივარს მოწონს მისი ვითომ ემოციური კომენტარები. ბრმად ბაძავს უცხოელ კომენტატორებს და ძალიან უნიჭოდ. არანაირი ორიგინალურობა და ავთენტურობა. არც ბუნებრივობა და არც ინტელექტი. ჯობია ისევ ინგლისურად ვუსმინო ვიდრე ამის ხავილს.
ლუკა
29 აპრილი 2017 01:59
0
ხალხო რას მიედ-მოედებით ,რა მოგწონთ ასეთ კომენტატორებში? ე.ი. როგორც გავიგე რაც უფრო მაგრად და უაზროდ იყვირებ უფრო ძლიერი იქნები ხომ ?! მოგისმენიათ კოტეს წაყვანილი მატჩები? ან ტუნდაც ჯუღელის ? ეროსზე რომ არაფერი ვტქვა......ბაძავთ ვიგაცეეებს...
Emzar
29 აპრილი 2017 00:03
0
საღოლ ნოდარ, აი დრაივი :)
ქომაგი
28 აპრილი 2017 23:47
0
ეს სააკაშვილის პაროდიებს შეეშვა?
beso
28 აპრილი 2017 23:28
0
1 არხზე წააყვანინეთ რა ნაკრების ან დინამოს თამაში
დინამო
28 აპრილი 2017 22:02
0
კახა ეგ ნიჭი შიგნიდან თუ არ მოდის,ტრენინგი და მასტერკლასი არ შველის. ცნობილაძის ლაპარაკის გაწელილ მანერას და ბორძიკს რა მასტერკლასი უშველის? სამწუხაროდ სილკი ქართული სეტანტას არ უჩვენებს და ეს რეპორტაჟი არ მინახავს
28 აპრილი 2017 21:20
0
იქნებ ტრენინგები ჩაუტაროს სხვა კომენტატორებს....
kaxa
28 აპრილი 2017 21:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული