გოგლიჩიძე "ინტერთან" მატჩში ტიურამთან უხეშობის გამო გააძევეს

AutoSharing Option
სერია A-ს მეათე ტურში „ემპოლი“ „ინტერს“ მასპინძლობს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

მასპინძელთა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე მარკუს ტიურამს ეუხეშა, ჯერ მსაჯმა მატეო მარკეტიმ ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-მა მომენტის გადამოწმება ურჩია, არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა, ქართველს ყვითელი ბარათი წითელით შეუცვალა და 31-ე წუთზე გააძევა.

გოგლიჩიძემ სერია A-ში მერვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამწუხაროდ, დისკალიფიკაციის გამო 4 ნოემბერს "კომოსთან" ვერ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
განზრახ უხეშობა გამორიცხულია.უბრალოდ ,საბამ,ზედმეტი ენერგიული მოძრაობით სცადა ბურთის ართმევა და უნებლიედ ტიურამის ფეხზე გავიდა.მსაჯს შეეძლო ყვითლით შემოფარგლულიყო(ასეც მოიქცეოდა საბას ადგილზე სხვა,შედარებით ცნობილი და ავტორიტეტული ფეხბურთელი ყოფილიყო).
ამბაკო
08:30 31-10-2024
2
არაუშავს. ძალიან მაგარი ბიჭია. მსგავსი ყველას მოუვა.
ემზარი
23:25 30-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული