ჯანო ანანიძე: წინ ჩემპიონთა ლიგაა, არავის ენდომება "სპარტაკიდან" წასვლა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონობოსთან დაკავშირებით პირველი კომენტარი "მატჩ ტვ"-სთან გააკეთა.

- ჯანო ანანიძე ჩემპიონთა ლიგაზე - "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგის გამარჯვებულია

"თითქმის 10 წელია გუნდში ვარ და ამ დროის განმავლობაში ერთი თასიც კი არ მომიგია. რთული იყო. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ეს "სპარტაკში" ჩემი უკანასკნელი ტიტული არაა.

ვულოცავ გულშემატკივრებს. 16 წლის შემდეგ ჩვენ ამას მივაღწიეთ! მიხარია, რომ იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელმაც ეს შეძლო.

"ზენიტის" მატჩს სახლში მარტომ ვუყურე. ცხადია, გუნდის უკლებლივ ყველა
ფეხბურთელი "ტერეკს" ვგულშემატკივრობდით, გვინდოდა, მოეგოთ ან ფრე ეთამაშათ, მაგრამ მატჩის ყურება ყველამ ცალ-ცალკე გადავწყვიტეთ.

ეს სიხარული დავიმსახურეთ. ჩემს მომავალს მხოლოდ "სპარტაკში" ვხედავ. მომავალ სეზონში "სპარტაკს" ჩემპიონთა ლიგა ელის და, ვფიქრობ, ახლა აქედან ევროპაში ან სადმე სხვაგან წასვლა არავის ენდომება", - თქვა ანანიძემ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯანო რუს გავს ამდენი ხანი რუსეტი ცხოვრებამ რუს დაამსგავსა
xxx
09 მაისი 2017 02:12
0
ვულოცავთ ჯანოს.მაგრამ ამ "სპარტაკში" დაბერება რა ბედენაა?....
zaza
08 მაისი 2017 20:17
0
ჯანოს ვულოცავ წარმატებას! იმედია გაისად უფრო მოუმატებს და მეტი სათამაშო დრო მიეცემა კლუბში.
kika
08 მაისი 2017 14:04
0
კარგია რუსეთის ჩემპიონობა,მაგრამ ეს ტიტული ღირებულს ვერაფერს წარმოადგენს,ასევე კარგია ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიც,მაგრამ თქვენც კვერცხები არ დაამტრიოთ რა მანდ,ასე,რომ იფიქრე ევროპაში წასვლაზე,თორემ ისეთ "შტუკას"მოგიწყობენ რუსები,რომ თავ-ბედს გაწყევლინებენ,მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი და ბოლოს დროა უკვე სხვანაირად იფიქრო,აღარ გაიზარდე? კაცო,აწი სინათლე და ბნელეთი უნდა გაარჩიო,კიდევ ვიმეორებ სანამ ჯერ კიდევ დროა.
roma
08 მაისი 2017 13:07
0
კარგი ხარ ჯანო. წარმატებები ლიგაზე.
...
08 მაისი 2017 11:52
0
გენდომება, თუ არა შენც ახლა რიგი არ გედგას.DD გილოცავ წარმატებები.
sabonis
08 მაისი 2017 10:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული