ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

უჩა ლობჟანიძე ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
ყაზახეთში პოპულარულმა ინტერნეტგამოცემა sports.kz-მა ქვეყნის ჩემპიონატის მე-12 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძეც შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში "ატირაუმ", რომლის ღირსებასაც ლობჟანიძესთან ერთად ლადო დვალიშვილიც იცავს, საშინაო მატჩში კახა ცხადაძის გაწვრთნილი ალმათის "ქაირათი" დაამარცხა - 2:1, მასპინძელთა გამარჯვების გოლი კი დვალიშვილმა გაიტანა.

რაც შეეხება ლობჟანიძეს, ყაზახური გამოცემის ცნობით, ქართველმა მცველმა კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და დაიმსახურა ტურის სიმბოლურში მოხვედრა.
ასევე დაგაინტერესებთ