აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

AutoSharing Option
Sportinfo.az წერს, რომ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზა, მაგრამ მისგან უარი მიიღო.

უკრაინელი ბოლოს გუნდს 10 წლის წინ მოძღვრავდა და ჩვენს მეზობელ ქვეყანას აცნობა, რომ ამ საქმიანობაში დაბრუნებას არ აპირებს.

აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც იტალიელი ჯანი დე ბიაზი გაათავისუფლეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ეს თანამდებობა შესაძლოა, კახა ცხადაძეს დაეკავებინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭკვიანი კაცია ალეშკა, როგორც იმისგან სალამური არ გამოითლება, ისე აზერებისგან არ გამოვა წარმატებული საფეხბურთო ნაკრები, აი ნატურალიზება რომ შეიძლებოდეს ერთად ბევრის სხვა საქმე იქნებოდა.დდდდ
ეეე
18:12 09-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული