- ახლახან დაბრუნდით ყაზახეთიდან, სადაც კარგა ხანს იმუშავეთ და დიდი ავტორიტეტიც გაქვთ. საინტერესოა, რაიმე კონკრეტული წინადადება ხომ არ არის იქაური კლუბებისგან?
- "ქაირათის" ხელმძღვანელობამ დამპატიჟა "ასტანასთან" თამაშზე. რაც შეეხება კონკრეტულ წინადადებას, ამ ეტაპზე ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. როგორც ყაზახეთში, ისე აზერბაიჯანში მიმდინარეობს სეზონი და გამოჩნდება, როგორ შეიძლება
- მოდით, ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების თამაში შევაფასოთ...
- ძალიან მაგარი შედეგი აქვს საქართველოს ნაკრებს - ეს ფაქტია. რაც მთავარია, ჩვენი ნაკრების ძირითადი ბირთვი არის ძალიან ახალგაზრდული და პერსპექტიული. მათ უმრავლესობას შეუძლია, სულ მცირე, ათი წელი კიდევ ითამაშოს მაღალ დონეზე. ძალიან მახარებს ის გარემოება, რომ ზოგიერთი ევროპის ტოპ ჩემპიონატებშიც ამბობს თავის სიტყვას. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის როლი შეუფასებელია. სწორედ მათ შეასრულეს ერთგვარი გზამკვლევის ფუნქცია ჩვენი ფეხბურთელებისთვის... წლების წინ, ალბათ გემახსოვრებათ, მე და თემურ ქეცბაია წავედით უცხოეთში და მერე ამას მოჰყვა "ქართული ტალღა" ევროპაში. თუმცა მაშინ ცოტა სხვა რეალობა იყო. რუსულ და უკრაინულ ფეხბურთში იმხელა ფინანსები იყო, ბევრს უჭირდა და არც კი უნდოდა ევროპისკენ გახედვა.
ახლა საქმე სხვანაირადაა. როგორც იტყვიან, ყინული დაიძრა! მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში კიდევ არაერთი ახალგაზრდა ქართველი წავა ევროპაში სათამაშოდ და ეს ძალიან კარგია. ზოგადად, ფეხბურთელს თავისი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი შეუძლია გააკეთოს.
გვახოვს, ამ კუთხით რა როლი ითამაშა თავის დროზე კახა კალაძემ... მოკლედ, ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების თამაშითა და შედეგით ბოლომდე კმაყოფილი ვარ. რაზეა ლაპარაკი, როცა ერთის გარდა, ყველა თამაში მოვიგეთ და იმ ერთ შეხვედრაშიც სულ მეტოქის საჯარიმოში ვიყავით...
- ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი პოტენციური მეტოქე ყაზახეთის ნაკრებია. ამ გუნდს თქვენ შესანიშნავად იცნობთ...
- უპირველეს ყოვლისა, დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შესარჩევი ციკლიდანაც შევძლებთ და არ დაგვჭირდება ყაზახეთის ნაკრებთან შეხვედრა... რაც შეეხება კონკრეტულად ამ მეტოქეს, არც მასთან და არც რომელიმე სხვა ნაკრებთან არ შეიძლება მოდუნება. ჩვენ ბოლომდე სერიოზულად უნდა მივუდგეთ ყველა მოწინააღმდეგეს და მჯერა, ასეც იქნება - ვილი სანიოლი ამაზე ყურადღებას აუცილებლად გაამახვილებს.
ყაზახეთის ნაკრებმაც შესანიშნავად ითამაშა ერთა ლიგაზე. მხოლოდ ერთ შეხვედრაში დამარცხდა და ისიც მაშინ, როცა ამ მატჩის შედეგი არაფერს წყვეტდა სატურნირო თვალსაზრისით. ამ გუნდის წარმატება უკავშირდება მთავარ მწვრთნელ ადიევს. ის ყარაღანდის "შახტიორში" მუშაობდა წარმატებით და ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ ჩააბარა ეროვნული გუნდი. მართალია, არ ჰყავთ ინდივიდუალურად გამორჩეული ბევრი მოთამაშე, მაგრამ, რომ იტყვიან, "ნასწავლ" ფეხბურთს თამაშობენ. ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები...
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერიოზულ ჯგუფში ვართ, მაგრამ, ალბათ, სწორედ ასეთ გუნდებთან უნდა ვითამაშოთ ტოლ-სწორად... რატომ არ შეიძლება ბრძოლა თუნდაც მეორე ადგილისთვის?
- შეიძლება, ნამდვილად შეიძლება! თუნდაც ამ ფორმაციის ესპანეთის ნაკრები რომ ავიღოთ, არც ის არის ვარსკვლავებით დახუნძლული. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრების დღევანდელ თაობას აღარ აქვს წამყვან ნაკრებებთან თამაშის დროს უხერხულობა.