ჯაბა კანკავა "რეიმსიდან" მიდის?

AutoSharing Option
ჯაბა კანკავა კვლავ არ ჩანს ფრანგული "რეიმსის" შემადგენლობაში. იქაურმა პრესამ საქართველოს ნაკრების 31 წლის კაპიტანზე რამდენჯერმე დაწერა. ლაპარაკი იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, ბოლოს კი გავრცელდა გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიშელ დერ ზაქარიანის კომენტარი - კანკავას არ სურს, რომ შეცვალონ და თუ მას არ უნდა გუნდის წესებით ცხოვრება, შეუძლია გოლფი ითამაშოსო...

- ზაქარიანი: თუ კანკავას გუნდის წესებით ცხოვრება არ სურს, შეუძლია გოლფი ითამაშოს

რეალურად კი, ჩვენ მიერ მოპოვებული სანდო ინფორმაციით, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს.
უბრალოდ, ამ ეტაპზე "რეიმსის" მწვრთნელი მას თამაშის საშუალებას არ აძლევს.

სეზონის მეორე ნახევარი გუნდმა ძალიან ცუდად ჩაატარა და აშკარაა, რომ წელს ლიგა 1-ში ვერ დაბრუნდება, კანკავას კი უამბიციო გუნდში თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავს. ამიტომ თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შეგვიძლია დავწეროთ, რომ სეზონის ბოლოს ის "რეიმსს" დატოვებს და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.

წესით, მას ახალი გუნდის მოძიება არ უნდა გაუჭირდეს, რადგან "რეიმსში" ყოფნის პერიოდშიც ჰქონდა რამდენიმე შეთავაზება, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა. ვნახოთ, რა იქნება ახლა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
danamdvilebit vici jaba saertod tavis danebebaze piqrobs
bari
17:26 09-05-2017
0
sanam somexs erovnebis gamo dauwyebt landzgvas qartveli ar daiviwyot kanis feris qamo tbilisis centrshi afrikels ro urtyams aseti rasisti rogor xart
ნოდო
16:45 09-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული