საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა მოსკოვის "სპარტაკმა", რომელმაც ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდა, 17 მაისს, პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე ანგარიშით 3:0 დაამარცხა გროზნოს "ტერეკი". საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე მოსკოვური კლუბის ფანები შეცვივდნენ და საჩემპიონო ზეიმიც დაიწყო...
- [ლეგიონი] ჯანო ანანიძის საგოლე პასი და ზეიმი ქართული დროშით [VIDEO]
"სპარტაკმა" რუსეთის ჩემპიონობა ბოლო 16 წლის მანძილზე პირველად მოიპოვა. საჩემპიონო თასის აღმართვასა თუ შამპანურით "წუწაობაში" ჯანო ყველგან საქართველოს დროშით ჩნდებოდა და ხაზს უსვამდა თავის პატრიოტიზმს.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ჯანომ, "როსტოვის" შემადგენლობაში რუსეთის თასის (2013/14 წლების სეზონი) მოგებაც ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნა.