[ლეგიონი] ჯაბა ლიპარტიას უკრაინული ბრინჯაო, ევროპალიგა და შამპანური [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჯაბა ლიპარტიას გუნდი ლუგანსკის "ზორიამ", ისტორიაში პირველად, უკრაინის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

26 მაისს გამართულ 31-ე ტურის შეხვედრაში (საჩემპიონო პლეი ოფში), ლიპარტიას გუნდმა სტუმრად ოდესაში "ჩერნომორეცს" მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია. ამ მოგებით "ზორიამ" 51 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ, მესამე პოზიციაში მოცილე "ოლიმპიკისთვის" მიუწვდომელი გახდა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მოედანზე ქართველი ლეგიონერების დაპირისპირება არ შედგა - ლიპარტიამ სტუმართა რიგებში 66-ე წუთამდე ითამაშა, "ჩერნომორეცს" კი ტრავმის გამო ვერ დაეხმარა დავით ხოჭოლავა.

თამაშის
დასრულების შემდეგ ლიპარტიამ და მისმა თანაგუნდელებმა წარმატება გასახდელშივე, შამპანურით, ემოციურად აღნიშნეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ა ბატონო, კიდე ერთი ქართველი, შემტევი. ყველა თამაშში გამორჩეულია, ფიზიკურად ძლიერია და ჟილკიანი. ნამდვილად გააძლიერებდა ნაკრებს. ალბად დაუძახებენ. იმედია აქვს პასპორტი, თუ არადა გაუკეთებენ ალბათ
ვასო
18:16 27-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული