რას გადაწყვეტს ჯაბა ლიპარტია? "ზორიას" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

AutoSharing Option
29 წლის ჯაბა ლიპარტია, დიდი ალბათობით, ლუგანსკის "ზორიას" დატოვებს და კარიერას რომელიმე სხვა კლუბში გააგრძელებს. ამის თაობაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა ილაპარაკა.

"კონტრაქტები უმთავრდებათ ჩაიკოვსკისა და ლიპარტიას. ისინი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და გვინდა, რომ დარჩნენ. ეგაა, ლიპარტიაც და ჩაიკოვსკიც ამ ეტაპზე უარობენ ახალი კონტრაქტების გაფორმებას. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, რა მოხდება", - განაცხადა ვერნიდუბმა.

ლიპარტია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, უკრაინული გუნდის ღირსებას 2011 წლიდან იცავს. "ზორიამ" უკრაინის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და
ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა მაინტერესებს იცით? არცერთ საიტზე ლიპარტიაზე კომენტარსაც არავინ არ აკეთებს, და არც ახსენებენ. მე ვუყურებ მის თამაშებს და ნაღდად კაი იგროკია, სტაბილური. რა არაა საინტერესო ნაკრებისთვის?
vaso
12:09 01-06-2017
0
კვეკვესკირი, გვილია, ანანიძე, კანკავა, დაუშვილი... პლუს პერსპექტივაში კიტეიშვილი და აბურჯანია.
სადღა უნდა ჩასვას ლიპარტია. მგონი ნაკრებში საყრდენის პოზიცია ყველაზე მეტადაა ისედაც გადატვირთული და ასაკით და პერსპექტივით ესენი აშკარად წინ არიან
0

სიახლეები პოპულარული