[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

AutoSharing Option
თებერვალში ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ "ოლექსანდრიაში" ჩაირიცხა და კლუბის ერთადერთი ლეგიონერი გახდა. ახლახან დასრულებულ სეზონში გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა.

მაგრამ ჭანტურიშვილი "ოლექსანდრიას" ევროთასებზე ვერ დაეხმარება. ამ კლუბში მას კარიერა არ აეწყო, სეზონში სულ 4-ჯერ ითამაშა, ოთხივეჯერ - შეცვლაზე და გუნდი ჩემპიონატის დასრულებისთანავე დატოვა. ეს ამბავი მედიას ოლექსანდრიელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა აუწყა.

"ლელოს" კი აცნობეს, რომ, დიდი ალბათობით, 23 წლის ნახევარმცველის ახალი კლუბი ტრნავის "სპარტაკი" იქნება. ჩვენი ინფორმაციით, ტრანსფერის თაობაზე ჭანტურიშვილის მენეჯერი კლუბთან მოლაპარაკებას სლოვაკეთში
აწარმოებდა.

სხვათა შორის, ჭანტურიშვილს სლოვაკურ ვარიანტს "ოლექსანდრიამდეც" სთავაზობდნენ. ლაპარაკი იყო "ზლატე მორავცეზე", რომელსაც მისთვის კარგად ნაცნობი, თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებელი იურაი იარაბეკი წვრთნიდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი წარმატებები ვახტანგს.
gizog
15 ივნისი 2017 20:07
0
ჰო მიდით , სასწრაფოდ გაყიდეთ,კაპიკებში, ასე ააშენებთ გუნდს...არა გრცხვენიათ? ევროთასების დრო მოვიდა და გაძლიერების მაგივრად დაასუსტეთ გუნდები, გაყიდეთ თუ ვინმე გაფაფხურდა.
murtalo
15 ივნისი 2017 14:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული