- გიორგი მაკარიძე ჩემპიონთა ლიგაში? "ბენფიკას" ქართველი მეკარე სურს
მაკარიძემ ზედიზედ სამ მატჩში ეროვნული ნაკრების კარი დაიცვა, ახლა კი, როგორც თავად ამბობს, ყოველდღე ტრანსფერის მოლოდინშია. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მეკარე ახალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს, თუმცა სად, ჯერჯერობით უცნობია.
Sportall.ge-მ გიორგისთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ვლადიმირ ვაისმა ზედიზედ სამ მატჩში დაგაყენა კარში. კმაყოფილი დარჩა შენით?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მოლდოვასთან მეორე ტაიმისთვის ყველა
- საქართველოს ნაკრებმა თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად შეძლო და მეტოქეს ორი ბურთი "ამოუქაჩა"...
- მოგება გვინდოდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ცუდ შედეგად არც ფრე მიმაჩნია. პირველი ტაიმი მთლიან გუნდს ძალიან სუსტი გამოგვივიდა, მეორე კი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. არაორგანიზებული ტაიმის შემდეგ დასაკარგი აღარაფერი გვქონდა, ამიტომ გამოვედით, მეტოქეს მაქსიმალურად დიდი ძალებით შევუტიეთ, პრესინგი ვეთამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო.
პირველი ტაიმის ჩაგდებაში ყველას თანაბარი წვლილი მიგვიძღვის - ფეხბურთელებსაც და მწვრთნელსაც.
- 0:2-ს ვაგებდით, როცა ერთ-ერთ ეპიზოდში ფორვარდის მოტყუება გადაწყვიტე. ასეთ დროს მსგავსი რამ ძალიან სარისკოა - პატარა შეცდომა და, შესაძლოა, ანგარიში 0:3 გახდეს. რატომ რისკავ?
- (იცინის) სხვათა შორის, თამაშის წინ მწვრთნელმა გამაფრთხილა, რომ არ გამერისკა და ფორვარდი არ მომეტყუებინა. ფეხბურთში ყველაზე დიდ სიამოვნებას ფორვარდის მოტყუება მანიჭებს, ასე რომ, სადაც უნდა ვიყო და ვინც უნდა მითხრას, მაინც გავრისკავ.
დარწმუნებული არასდროს არავინაა, მაგრამ ფეხბურთი სპორტია და ამ სპორტის სახეობას რისკი უყვარს. ვარჯიშებზე სულ ვცდილობ კაცის მოტყუებას და ბევრჯერ დამიკარგავს ბურთი, თამაშზე კი მხოლოდ ერთხელ და მაშინ ძვირადაც კი დამიჯდა.
ასე ვთქვათ, სეზონის წინ თუ ფორვარდი მიზნად 15 გოლის გატანას ისახავს, მე ამ სეზონში 5 ფორვარდის მოტყუება მქონდა მიზნად დასახული (იცინის).
- შენს ტრანსფერზე ბევრი იწერება. არის რამე ახალი?
- რამდენიმე კარგი კლუბიდან მაქვს შემოთავაზება და საკმაოდ რეალურიც. ვნახოთ, ყოველდღე ველი ჩემს ტრანსფერს. მეტწილად, პორტუგალიური კლუბები აქტიურობენ.
- "ბენფიკაზეც" დაიწერა...
- არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერია შესაძლებელი. ჯერ მართლა არ ვიცი, "ბენფიკადან" მიიღო თუ არა კლუბმა შემოთავაზება.
- და რომ მიეღო?
- დაუფიქრებლად გადავალ!
არასერიოზული მიდგომა - ეტყობა კარგად რ აქვს გაცნობიერებული თავის საკუთარი საქმიანობის სპეციფიკა.
ზოგს დიფტერიის აცრას უკეთებენ, ზოგს ტეტანუსისას ბავშვობაში, თქვენ იუმორის საწინააღმდეგო ვაქცინით სავარაუდოდ :D საწყენად არ მიიღოთ. მართლა სასაცილოა. ან როგორ შეიძლება ზოგადად ამ ინტერვიუს სერიოზულად შეხედო, გარდა ბოლო ფრაზისა ტიპი სულ ღადაობს ყველა შეკიტხვაზე. ავტორის მერ ფრჩხილებში(იცინის) მაგას ნიშნავს მგონი :D : D :D