თურქული მედია: მჭედლიძემ "ემპოლის" პრეზიდენტს "ტრაბზონში" გაშვება სთხოვა

AutoSharing Option
თურქული Günebakış-ის ინფორმაციით, ლევან მჭედლიძე "ემპოლის" პრეზიდენტს შეხვდა და "ტრაბზონსფორში" ტრანსფერზე თანხმობა სთხოვა. თურქული წყარო ამბობს, რომ შოთა არველაძის რეკომენდაციით, მჭედლიძე ამ ვარიანტით მას მერე დაინტერესდა, რაც "ემპოლი" სერია A-დან გავარდა.

მჭედლიძის კიდევ ერთი მოტივაცია სამშობლოსთან ახლოს ყოფნა ყოფილა. ლევანს იტალიურ კლუბთან 2018 წლამდე აქვს კონტრაქტი. "ტრანსფერმარკტი" ქართველ ფეხბურთელს 800 ათას ევროდ აფასებს.

მჭედლიძე 2007 წლიდან "ემპოლიში" ირიცხება. 27 წლის ფორვარდმა 2008-10 წლებში იჯარით ითამაშა "პალერმოში".

ეს საიჯარო პერიოდი რომ არა, ლევანი სერია A-ს ყველაზე ერთგული ფეხბურთელების ათეულში მოხვდებოდა, რომელსაც
ფრანჩესკო ტოტი
უდგას სათავეში, ვინც "რომაში" 24 წელი და 5 თვე გაატარა. მეორეზე სერჯო პელისიერია (კიევო) - 16 წელი და 11 თვე, მესამეზე კი ჯიჯი ბუფონი - 15 წელი და 11 თვე.

ლევან მჭედლიძე სერია A-ს ყველაზე ერთგულ ფეხბურთელთა სიაში ამჟამად მე-14 ადგილზეა, ის 8 წელი და 11 თვეა, რაც "ემპოლის" ღირსებას იცავს. ამ ხნის განმავლობაში მან ყველა შეჯიბრებაში "ემპოლის" მაისურით 151 თამაშში 20 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ "ტრაბზონის" გარდა, მჭედლიძით სერია A-ს "ბოლონიაცაა" დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლევან ჯანმრთველობას და დიდ წარმატებებს გისურვებ სადაც არ უნდა გეთამაშოს.
gizog
19:53 15-06-2017
0
და აპა რაუნდა ქნას ოცდაშვიდი წლის ბიჭმა უცადოს დაბერებას ხელფას თუ მიცემენ კარგს წავიდეს უნდა.ერთი სამი წელი ითამაშებს კიდე ალბათ და მორჩა.
quTaiseli
18:45 15-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული