პაული ფონსეკას გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება 15 ივნისს, "სვიატოშინის" ბაზაზე დაიწყო, იქამდე კი ფეხბურთელებმა ტრადიციული სამედიცინო გამოკვლევა გაიარეს. "შახტარი" კიევში 25 ივნისამდე მოემზადება, 26-ში კი უკრაინული გუნდი გერმანულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 9 ივლისამდე დაჰყოფს.
ჯერჯერობით უცნობია, დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდს გაჰყვება თუ არა შეკრებაზე მეორე ქართველი ლეგიონერი - გიორგი არაბიძე.
შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა "შახტარში" სეზონის დასრულების შემდეგ, ოდესის "ჩერნომორეცში" ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ გადავიდა.
![დავით ხოჭოლავამ დონეცკის "შახტარში" პირველი ვარჯიში ჩაატარა [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/bad64093b3e348132a49b6af2d4713a5.jpg)
![დავით ხოჭოლავამ დონეცკის "შახტარში" პირველი ვარჯიში ჩაატარა [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/5fbc25cca3445ebcb09cc7707c0eb319.jpg)
![დავით ხოჭოლავამ დონეცკის "შახტარში" პირველი ვარჯიში ჩაატარა [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/7d14f01b9a31fcf42cf3c629a6749127.jpg)