sportsdaily.ru: ჯიმი ტაბიძე კარიერას "უფაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საიტი sportsdaily.ru იუწყება, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგის გუნდ "უფაში" გააგრძელებს. როგორც ირკვევა, ტაბიძემ უფაში უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმების თაობაზე უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელმა, რომელზეც უფლებებს ბელგიური "გენტი" ფლობს, გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით სხვა რუსულ კლუბში - "ურალში" გაატარა. ჯერჯერობით უცნობია, "უფა" ჯიმი ტაბიძეს გამოისყიდის თუ იჯარით დაიმატებს. მის სატრანსფერო ფასს transfermarkt 100 ათას ევროდ აფასებს.

რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში "უფამ" მე-7 ადგილი დაიკავა. ამ გუნდის
კარს რუსეთის მოქალაქე გიორგი შელია იცავს, მთავარი მწვრთნელი კი სერგეი სემაკია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული