ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ "კორონაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასას კლუბ "კორონაში" გააგრძელებს.

კაჭარავამ "კორონასთან" დღეს ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პოლონეთის ექსტრაკლასას ახალი სეზონი 14 ივლისს დაიწყება. გასული სეზონი "კორონამ" 39 ქულით მერვე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კაჭარავამ გასული სეზონი იჯარის წესით ახნასის "ეთნიკოსში" ჩაატარა, სადაც 27 მატჩში 16 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის რუსულ "როსტოვს" ეკუთვნოდა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯობდა დინამოში გადმოსულიყო ევროტურნირებზე მაინც დაეხმარებოდა
nika
19 ივნისი 2017 10:28
0
შოტლანდიის ჩემპიონატს პოლონეთის ჩემპიონატი ჯობია სიძლიერით. წარმატებები!
შაკო
19 ივნისი 2017 10:27
0
სულ ზამენა იქნება Aგერ ნახავთ!
Shalva
19 ივნისი 2017 09:15
0
დაიწერება ხოლმე ძლიერ გუნდში გადადის ესა თუ ის ფეხბურთელიო და უცბათ აღმოჩნდება მაჩანჩალა გუნდში. როგორც ჩანს ქართველებს არ გვყავს მაღალი დონის აგენტები,რომ ფეხბურთელები თავის შესაფერის გუნდებში მოაწყონ. ამის მაგალითია ამ ეტაპზე კვეკვე და კაჭარავა. წარმატებები!
kika
19 ივნისი 2017 08:46
0
წარმატებას ვუსურვებ კაჭარავას. მას აქვს შესანიშნავი მონაცემები, ალღო. გაცილებით უკეთეს ლიგაში თამაშს იმსახურებს ვიდრე პოლონეთის ჩემპონატი.
ლუკა
19 ივნისი 2017 01:58
0
პოლონეთში ძალისმიერი ფეხბურთს თამაშობენო და კაკ რას აწყობს კაჭარავას.
პაატა
18 ივნისი 2017 23:15
0
რატო ამბობ ასე?კაჭარავა კარგი ფეხბურთელია კარგი მომავლით
ბაჩო გ
18 ივნისი 2017 22:53
0
კი მაგრამ კაჭარავა რეინჯერს უნდაო და ეხლა პოლონეთში წავიდა?ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას მაგრამ პოლონეთშიც იქნება ძირითადში?
გოგა
18 ივნისი 2017 21:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული