კაჭარავამ "კორონასთან" დღეს ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
პოლონეთის ექსტრაკლასას ახალი სეზონი 14 ივლისს დაიწყება. გასული სეზონი "კორონამ" 39 ქულით მერვე ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ კაჭარავამ გასული სეზონი იჯარის წესით ახნასის "ეთნიკოსში" ჩაატარა, სადაც 27 მატჩში 16 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის რუსულ "როსტოვს" ეკუთვნოდა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა.