შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს თელ-ავივის "მაქაბის" წვრთნიდა, რომელთანაც კონტრაქტი წლის დასაწყისში გაწყვიტა. მანამდე კი მას თურქულ "ქაისერისფორში", "ქასამფიშასა" და "ტრაბზონსფორში" უმუშავია.
რაც შეეხება "ფახთაქორს", უზბეკეთის ყველაზე ცნობილ გუნდს ქვეყნის ჩემპიონატში დღეს არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს - 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა.