დიდების დასაბრუნებლად! - შოთა "ფახთაქორს" აჩისა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად გაწვრთნის [VIDEO]

AutoSharing Option
23 ივნისს, ტაშკენტის "ფახთაქორმა" ახალი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე კლუბის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად წარადგინა.

44 წლის ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტი წელიწადანახევრით გაფორმდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უზბეკური კლუბის სამწვრთნელო შტაბში შოთასთან ერთად იმუშავებენ, მისი ტყუპისცალი არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა.

"მინდა, უდიდესი მადლობა განვაცხადო ნდობისათვის. ყველას გვახსოვს, როგორი გუნდი იყო "ფახთაქორი" და ჩვენ შევეცდებით, მას ის დიდება დავუბრონოთ, რომელსაც იმსახურებს", - თქვა შოთამ პრესკონფერენციაზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს თელ-ავივის "მაქაბის" წვრთნიდა, რომელთანაც კონტრაქტი წლის დასაწყისში გაწყვიტა. მანამდე
კი მას თურქულ "ქაისერისფორში", "ქასამფიშასა" და "ტრაბზონსფორში" უმუშავია.

რაც შეეხება "ფახთაქორს", უზბეკეთის ყველაზე ცნობილ გუნდს ქვეყნის ჩემპიონატში დღეს არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს - 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა, მიმდინარე სეზონში კი მწვრთნელი უკვე ორჯერ შეეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯიგარი ხარ შოთი.100.000.000 იშოვე მტრების ჯინაზეეეე
dato
23:04 24-06-2017
0
ესეც თქვენი დასასრული არველაძეებო
zura
20:41 24-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული