დიდების დასაბრუნებლად! - შოთა "ფახთაქორს" აჩისა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად გაწვრთნის [VIDEO]

AutoSharing Option
23 ივნისს, ტაშკენტის "ფახთაქორმა" ახალი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე კლუბის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად წარადგინა.

44 წლის ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტი წელიწადანახევრით გაფორმდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უზბეკური კლუბის სამწვრთნელო შტაბში შოთასთან ერთად იმუშავებენ, მისი ტყუპისცალი არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა.

"მინდა, უდიდესი მადლობა განვაცხადო ნდობისათვის. ყველას გვახსოვს, როგორი გუნდი იყო "ფახთაქორი" და ჩვენ შევეცდებით, მას ის დიდება დავუბრონოთ, რომელსაც იმსახურებს", - თქვა შოთამ პრესკონფერენციაზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს თელ-ავივის "მაქაბის" წვრთნიდა, რომელთანაც კონტრაქტი წლის დასაწყისში გაწყვიტა. მანამდე
კი მას თურქულ "ქაისერისფორში", "ქასამფიშასა" და "ტრაბზონსფორში" უმუშავია.

რაც შეეხება "ფახთაქორს", უზბეკეთის ყველაზე ცნობილ გუნდს ქვეყნის ჩემპიონატში დღეს არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს - 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა, მიმდინარე სეზონში კი მწვრთნელი უკვე ორჯერ შეეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯიგარი ხარ შოთი.100.000.000 იშოვე მტრების ჯინაზეეეე
dato
24 ივნისი 2017 23:04
0
ესეც თქვენი დასასრული არველაძეებო
zura
24 ივნისი 2017 20:41
0
დაიგუპა ისედაც არაფრის მტქმელი ფახტაკორი,მეც ცამყვანეტ ცოტახნიტ სჰოტი გტხოვ.მაინც მაფიოზობანას ტამასჰობტ,
bajo
24 ივნისი 2017 15:50
0
დიდების რა გიტხრად მაგრა დინამო რომ დიდი გუნდი იკო პახტაქორტან ტამაში უწირდა
shota
24 ივნისი 2017 14:40
0
შოთის დიდ პატივს ვცემ მაგრამ ესეთი შთაბეჭდილება დამჩა, სადაც უთხრეს რომ ძმა და ძმაკაცი მოიყვანეო იქ წავიდა თორემ ფახტაგორის დონის გუნდში შოთი არ უნდა მიდიოდეს. უკან გადაგგბული ნაბიჯია მაგრამ ფული ფული და ფული.
SANDRO
24 ივნისი 2017 14:25
0
ეგ ტაშკენტის ლოკომოტივია გეშლება
gabo_s
24 ივნისი 2017 14:10
0
რაღაც ხომ უნდა ეთქვა, თქვენც რა მოგივიდათ არ აპატიოთ არცერთი სიტყვა კაცს!
gabo
24 ივნისი 2017 13:47
0
ამ რამდენიმე წლის წინ ფახთაქორი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე იქაჩებოდა და უზბეკეთიც ასევე.
სოსო
24 ივნისი 2017 13:38
0
მაგარი ღადაობაა პახტაგორის ძველი დიდება!!!:)))) მიდი ხიე პახტაგორს ;)
ვაქი
24 ივნისი 2017 13:29
0
როდის იყო ფახთაქორი დიდი გინდი.მაგათი დიდება არასდროს გვინახავს.საბჭოთა კავშირის დროს იყო ყოველთვისაჩანჩალა გუნდი.საბჭოეთის დაშლის მერე საერთოდ თუ არსებობდა არ გვეგონა და რა დიდებაზეა საუბარი?
გოგა
24 ივნისი 2017 13:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული