![](https://sportall.ge/pictures/image31/df677e972da1bd226477ed6068e89eb5.jpg)
"შახტარი" გერმანიაში 26 ივნისს გაემგზავრება და იქ 6 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. ჯერჯერობით ცნობილი უკრაინელთა პირველი სამი სპარინგ-პარტნიორის ვინაობაა. ესენია: ადგილობრივი "ბოხუმი", "ჰოლშტაინი" და ბერძნული პაოკ-ი.
რაც შეეხება არაბიძეს, ფეხბურთელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული, რომელიც 2-იდან 15 ივლისამდე ჩვენს ქვეყანაში გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს.
![დონეცკის "შახტარს" გერმანიაში ხოჭოლავა მიჰყავს, არაბიძე კი ჯერ საქართველოს სჭირდება Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/383e60d20444875010ab0fcfd1c8ed6e.jpg)
შეგახსენებთ, რომ გიორგი ყიფიანის შეგირდებს ჯგუფში მეტოქეებად პორტუგალიის, შვედეთისა და ჩეხეთის თანატოლთა ნაკრებები ჰყავთ.
- U19.