საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად მოსაგვარებელი მხოლოდ მცირე დეტალებია და დიდი ალბათობით, 27 წლის ქართველი გოლკიპერი ახალ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ბრაგამ" პორტუგალიის 2016/17 წლების ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა და წელს ევროპალიგაზე იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გიორგი მაკარიძით "ბენფიკა" იყო დაინტერესებული, თუმცა მხარეები ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ.