ბაჩანა არაბული: საქართველოდან ჩემი წასვლის ერთ-ერთ მიზეზი ეროვნული ნაკრებია

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ბაჩანა არაბული კარიერას უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის "ბალმაზუივაროშში" გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ხსენებულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

- ბაჩანა არაბული თბილისის "დინამოდან" უნგრულ "ბალმაზუივაროშში" გადავიდა

არაბულმა პირველი ინტერვიუ Sportall.ge-ს მისცა.

- "დინამომ" სეზონი მთლად კარგად ვერ დაიწყო, თუმცა ორი წრის შემდეგ მეორეადგილოსან "ტორპედოს" 6 ქულით უსწრებს. რამ განაპირობა ეს ყველაფერი?
- პირველ რიგში, მინდა მთლიანად "დინამოს" ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომელსაც "სამტრედიიდან" დაბრუნების შემდეგ ვგრძნობდი. ეს
ყოველივე ჩემს თამაშზე დადებითად აისახა.

რაც შეეხება შედეგს, ვფიქრობ, ის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ძალიან დიდი შრომის ხარჯზე მოვიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი ოჯახივით ვიყავით, რაც კახა კაჭარავას დამსახურებაა. მთელი საქართველო აღნიშნავდა, რომ ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ.

- ეროვნული ლიგის პროგრესზე ბევრი ალაპარაკდა, თუმცა "დინამოს" მაგალითმა სხვა რამ გვიჩვენა - ფეხბურთელები კვლავ მიდიან აქედან... ეს ყველაფერი ეროვნული ჩემპიონატის დონიდან გამომდინარეობს?
- ფაქტია, რომ ჩემპიონატის დონემ იმატა. დარწმუნებული ვარ, ეტაპობრივად დონე უფრო გაიზრდება და გულშემატკივარიც დაბრუნდება სტადიონზე.

სხვა ფეხბურთელების რა გითხრათ, აი, მე კი 23 წლის ვარ და საქართველოში რისი მოგებაც კი შემეძლო, ყველაფერი მოვიგე. ახლაც, წამოსვლისას, გუნდი პირველ ადგილზე იყო. ვფიქრობ, დრო იყო, ძალები სხვაგან მეცადა. ახალი ასპარეზი მჭირდება, სადაც ჩემს შესაძლებლობებს დავამტკიცებ.

- სხვა რა ვარიანტები გქონდა და რატომ აირჩიე უნგრეთი?
- რამდენიმე ვარიანტი კი მქონდა, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი სათამაშო პრაქტიკა იყო. უნგრეთის ჩემპიონატზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ მსმენია, რომ მაღალი დონისაა, რამდენიმე ძლიერი კლუბი თამაშობს და ინფრასტრუქტურის მხრივ ყველაფერი რიგზეა.

- "ბალმაზუივაროშში" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნები თავიდანვე?
- კი. კლუბის ხელმძღვანელობას უკვე ვესაუბრე ამ საკითხზე და მხოლოდ შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, კონტრაქტი გამეფორმებინა. შეიძლება გუნდმა ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლოს, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი ახლა სათამაშო პრაქტიკაა და უპირატესობა იმ კლუბს მივანიჭე, სადაც ეს მექნება.

- კონტრაქტი რამდენწლიანია?
- ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და უკვე გუნდთან ერთადაც ვივარჯიშე.

- ეროვნულ ნაკრებში "დინამოდან" გამოგიძახეს. შენი აზრით, უნგრეთიდან ნაკრებში მოხვედრა ბევრად გაგიმარტივდება, ვიდრე ეს "დინამოდან" იყო?
- ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოდან წავედი, სწორედ ნაკრებია. მწვრთნელისთვის რთულია ფეხბურთელთა გამოძახება ეროვნული ლიგიდან და ნდობა, რაც გასაგებიცაა, რადგან ჩვენი ჩემპიონატი არ არის ჯერ იმ დონეზე, რომ ნაკრები მის ფეხბურთელებს დაეყრდნოს. ამიტომ, ნაკრებში ადგილის დამკვიდრებისთვის წასვლა და უკეთეს ჩემპიონატში თამაში გადავწყვიტე.
მკითხველის კომენტარები / 16 /
თავი და თავი ფულია... არც უნგრეთის ჩემპიონატია საშუალო დონის და კლუბზე სადაც გადავიდა ხო საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს ... ბაჩო ნაკრებს დაემშვიდობეთ, თვითონაც იცით ეს და არ გინდა მოგონილი მიზეზები ნაკრებთან დაკავშირებით ...
სიმართლე
04 ივლისი 2017 15:15
0
ცუ დია მაგ გუნდში რომ წახვედი. უნგრეთში ფერენცვაროშზე ნაკლებ გუნდში წასვლა სირცხვილია.
kn
04 ივლისი 2017 14:59
0
dinamom ar gendoboda da samtrediashi gagabundzules da cecam agatamasha da dinamos uxdi madlobas.. dinamom ro mixvda tavis shecdomas mere wagiyvana rogorc yoveltvis chasaprebulia kai pexburtelze... didi madloba samtredias gadauxade.. da wasvlas rac sheexeba sheni kariera damarxe rogorc budu zivzivadzem da nakrebsac daemshvidobee... sadgac uvargis gundshi gadadi romelsac nebismieri saqartvelos gundi gadauvliss... cecadzeze eg ar unda gageketebina da dgexar da romelma gundmac gagabundula samtrediashi imas uxdi exla madlobas????
kacharavas ara cecas mouxade madloba
04 ივლისი 2017 14:37
0
შენაირი ... ფეხბურთელი საერთოდ არ უნდა გამოიძახონ ნაკრებში. საერთოდ არ უნდა იძახებდენ მასეთ ჩემპიონატებში გადასულ ფეხბურთელებს. ვითომ ნაკრებისთვის მიდიხართ უაზრო ჩემპიონათებში და ვითომ ტრამპლინად რო უნდა გამოიყენოთ. სინამდვილეში ფულს ...... რო ხართ იმიტომაა ჩვენი ნაკრები ამ დღეში.
simartle
04 ივლისი 2017 14:29
0
აი ტუ გამოგიზახებს ნაკრებსჰი ამასაც ვნახავტ,ჯერ ტბილისის დინამოდან მიდიხარ და სად?ხო უნდა იცოდე ფეხბურტელმა რა გუნდსჰი გადადიხარ?!სირცხვილია ზაან მაგარი....
aba hee
04 ივლისი 2017 13:54
0
aseti gundidan ginda nakrebshi moxvde? dinamodan ufro meti shansi gekneboda))))
kai bichi
04 ივლისი 2017 13:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული