ბაჩანა არაბული თბილისის "დინამოდან" უნგრულ "ბალმაზუივაროშში" გადავიდა

AutoSharing Option
ბაჩანა არაბული კარიერას უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ახალ ბინადარ "ბალმაზუივაროშში" გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ხსენებულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში არაბული შესანიშნავად თამაშობდა საქართველოს ჩემპიონატში. მან ჯერ "სამტრედიის" ჩემპიონობაში შეიტანა დიდი წვლილი, მერე კი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა და მისი დიდი დამსახურებაცაა, დედაქალაქური გრანდი ეროვნულ ლიგას რომ ლიდერობს.

რა თქმა უნ
და, ყველას გვინდა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კარიერა კარგ კლუბებში გააგრძელონ, მაგრამ ფაქტი ეს არის - ჩვენი პირველობის დონე და ავტორიტეტი ისეა დაცემული, საშუალოევროპული დონის გუნდებსაც კი არ სურთ ეროვნული ლიგის თუნდაც გამორჩეული მოთამაშეების გადაბირება.

ოღონდ, ეგ არის, რომ რუსეთის პირველი ლიგის ან თურქეთის აუტსაიდერ და უკრაინის დაბალი დონის კლუბში გადასვლას ისევ აღმოსავლეთ ევროპაში თამაში ჯობია. იმედია, არაბული "ბალმაზუივაროშს" ტრამპლინად გამოიყენებს და მალე უკეთეს კლუბშიც ვიხილავთ.

გასულ სეზონში "ბალმაზუივაროშმა" უნგრეთის რანგით მეორე დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა და უძლიერესთა შორის აღზევდა. კლუბს ახლა უნდა დაენიშნოს ახალი მთავარი მწვრთნელი, ლეგიონერი კი სულ სამი ჰყავს - ორი რუმინელი და ერთიც უკრაინელი.

ისე ჩანს, ახალ სეზონში (16 ივლისს, პირველ ტურში, "ბალმაზუივაროში" ვიცე-ჩემპიონ "ვიდეოტონს" სტუმრობს) უმაღლესი ლიგის დებიუტანტის მიზანი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება იქნება.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ არაბულს უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ის თავისი თაობის ნამდვილი ლიდერი იყო... სხვადასხვა დროს იცავდა "საბურთალოს", "დილას", "ალკორკონის" (ესპანეთის ქვედა ლიგა), "ცხინვალის", "სამტრედიისა" და თბილისის "დინამოს" ღირსებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ასეთი მონაცემების ფეხბურთელი რატომ ვერ გაიზარდა ეს არის საკითხავი.რამდენიმე წლის წინ მეგონა რომელიმა გრანდში ითამაშებდა.რადგან უნგრეთის მაჩანჩალა გუნდში გადავიდა ეი პერსპექტივა არა აქვს.
ასეა ეს.
18:01 03-07-2017
0
აქამდე ჩვენი ფეხბურთელები ისეთ გუნდებში გადადიოდნენ, რომელთა სახელების გამოთქმა არ გვიჭირდა. მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რთულდება უცხოური გუნდების სახელები, სადაც ჩვენები გადადიან.

რომან ფიფიას რომ აკრიტიკებთ, რამდენი ადამიანი დადის დინამოს თამაშებზე? რამდენი ადამიანი ყიდულობს დინამოს მაისურებს? საქართველოში ხალხი არ დადის თამაშებზე, განსაკუთრებით თბილისში და საიდან მოიტანონ ფული მეპატრონეებმა? შევავსოთ სტადიონები ჩემპიონატში და მერე მოვთხოვოთ ფიფიას რომ კარგი ხელფასები დაუნიშნოს ფეხბურთელებს. სხვისი ხელით ვარდის კრეფა კი გვიყვარს.
ლუკა
17:46 03-07-2017
0

სიახლეები პოპულარული