"შახტარი": დიახ, გიორგი არაბიძის ტრანსფერზე მოსკოვის "ლოკომოტივი" გველაპარაკება

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარმა" ნამდვილად მიიღო გიორგი არაბიძის ტრანსფერთან დაკავშირებით მოსკოვის "ლოკომოტივისგან" წინადადება.

ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის აგენტმა მიხაილ მეტრეველმა სოციალური ქსელით გაავრცელა, უკრაინული კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა ახლახან პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

- მოსკოვის "ლოკომოტივმა" "შახტარს" გიორგი არაბიძის ტრანსფერზე მიმართა

მეტრეველმა "ლოკომოტივისგან" არაბიძით დაინტერესების შესახებ 29 ივნისს დაწერა, მას შემდეგ კი მოლაპარაკებებზე აღარაფერი ისმოდა. და აი, როგორც ახლახან "შახტარის" გენდირექტორმა თქვა, მოსკოველებისგან წინადადება მართლაც მიიღეს, ოღონდ მოლაპარაკებათა პროცესი აუჩქარებლად მიმდინარეობს.

"დიახ, "ლოკომოტივმა" ნამდვილად მოგვმართა არაბიძის გადაბირებასთან დაკავშირებით, მაგრამ
ჯერ კონკრეტულს ვერაფერს მოგახსენებთ, მოლაპარაკებები როგორღაც დუნედ მიმდინარეობს", - თქვა პალკინმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე "შახტარში" 2015 წლის ოქტომბერში, თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერი უკრაინულ გრანდს 650 ათასი ევრო დაუჯდა. ქართველმა ტალანტმა დონეცკელთა მთავარ გუნდში თავი ჯერჯერობით ვერ დაიმკვიდრა და ძირითადად, ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა.

ამჟამად არაბიძე საქართველოშია და 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. რაც შეეხება მოსკოვის "ლოკომოტივს", ამ გუნდში ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია ჩაირიცხა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
...ერთხელ პატარა ბეკეკას, დასხცა და წყალი მოსწყურდა. ჩავიდა მორაკრაკე ნაკადულზე და, ბრახ! იქ უცებ მგელი გაჩნდა და დაუწყო პატარა ბეკეკას ჩალიჩი - წამოდი ჩემთან მოსკოვის "ლოკომოტივშიო".. ისეთ პირობებს დაგახვედრებთო, ისეთ მობიბინე ბალახებს მოძოვო და ისეთი მორაკრაკე ნაკადულები დაგხვდებაო, რომ...
iyo da ara iyo ra
08 ივლისი 2017 21:27
0
ეე ბიჭებო კაია ევროპა, რა სჯობს ლა ლიგას, იტალიას გერმანიას ინგლისს, მარა სადაა, დასვამენ იქ სკამზე, უკრაინიდან კიდე გარბიან ფეხბურთელები, გაფუჩტა იქ საქმე ნელ ნელა, ომი ყველაფერს ეხებააა, და თუ გადავა და ძირითადში იქნება არაა ცუდი, იქ მოუმატებს, მეორე რიგის ევროპის ჩემპიონატებს კი სჯობს რუსული, თან ამ ბოლოს განსაკუტრებით, თუ ივარგებს მაქედანაც გადავა. ერთი კია, უჯიშო და ბოროტი, შოვინისთი ერია რუსი და შეილება პრობლემები შეუქმნან მუქთათ ამით კი ნაკრებიც დაზარალდება და თვითონ ფეხბურთელიც. ისე არც ჰოლანდია, პორტუგალია, საფრანგეთი არაა ცუდი, თუ ექნა ვარიანტი და სკამზე ჯდომას თამაში სჯობს
vaso
08 ივლისი 2017 14:29
0
მე მგონი ზოგიერთების თავში ცვლილება უფროა საჭირო, 5რო პროფესორობენ აქ და გაგებაში არ არიან ფეხბურთის, რავა გადაგვარების გზაზეა ქვეყანა ყველაფერში. ამდენი უცოდინარი და საწოდავი ერთად არც მსმენია და არც წამიკითხავს სადმე. საიტს ვთხოვ, თუ შეიძლება ნუ გამოაქვეყნებთ ამდენ სისულელეს, ისეთი გამოაქვეყნეთ, სადაც შედარებით კომპეტენთურია კრიტიკა და საფუძველს არაა მოკლებული, ასეთი კომენტარი ნამდვილად წაადგება საერთო საქმეს, და არაბიძეს სალანძღავი თუ სჭირს რამე, სხვას რა უნდა მოსთხოვო აბა, გაფილტრეთ ცოტა კომენტარები, საიტის ავტორიტეტსაც არგებს რა თქმა უნდა
vaso
08 ივლისი 2017 14:14
0
რა იმედი მქონდა ამ ბიჭის მალმესთან თამაშის შემდეგ.მარა რეალობაა რომ ახაგაზრდულის თამაშსაც აფუჭებს დაჟე.
ჭანტურია ემართება ნელ-ნელა.
რადიკალური ცვლილებაა მის თავში საჭირო თორე ცოდოა,დაიკარგება.
მოინდომე,გადაკეტე და მიაღწევ,წარმატებები
მონავარდე
08 ივლისი 2017 09:55
0
მოსკოვის ლოკომოტვი თუ კოლხოზია თბილისის დინამოა გრანდი ევროპული და აგენტმა იქნებ გაუხერხოს რამე
თამაზი
08 ივლისი 2017 09:25
0
გოგას ვეთანხმები.

ყველა შემთხვევაში ბევრი უნდა იშრომოს. კახის მაგალითი ნახეთ, ბევრი და დაუზოგავი შრომით რას მიაღწია.

წარმატებები გიოს....
ჯონი
08 ივლისი 2017 09:25
0
შახტარში დარჩენას ჯობია შანს არ აძლევენ ,თუ სხვა ვარიანტი არააქვს.ისე ევროპაში უჯობს თუნდაც ესპანეთის მეორე ლიგა იყოს, მთავარია სათამაშო პრაქტიკა ქონდეს,დანარჩენი მასზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ იმუშავებს საკუთარ თავზე და განვითარდება ....
დათო რუსთავიდან
08 ივლისი 2017 06:20
0
რას დაგიჩემებიათ რუსეთი არ ვარგაო მისთვის! ევროპას რომ გაიძახით მხოლოდ 5 ქვეყნის ჩემპიონატია ძლიერი.შემდეგ რუსეთი მოდის, ასეა მიჩნეული. და სანამ გაიზრდება ლოკომოტივი კარგი ვარიანტია! რუსეთში 5-6 გუნდი თანაბარი ძალისაა ღა ამიტომაც ყველას აქვს შანსი ჩემპიონატის მოგების.
დავით 67
08 ივლისი 2017 06:07
0
რუსეთში რომ წავიდეს იქიდან მერე არსად გაუშვებენ და ვერც განვითარდება...ერთი და ორი მაგალითი ვიცით..ასათიანი დამარხეს იმენა ჩელსის უნდოდა მაგის ყიდვა და ბევრი ფაქტია კიდევ
goga
08 ივლისი 2017 03:38
0
არა მგონია ლოკომოტივმა აიყვანოს არაბიძე. რაღაც ილუზიებში ვცხოვრობთ. არაბიძე არ არის გიო ქინქლაძე, ვერც გახდება, რომ დიდმა კლუბებმა მისთვის ერთმანეთი დაჭამონ. ისე ღმერთმა სიკეთე მისცეს, მე არ ვიყო მართალი, დიდი სიამოვნებით მოვიხდი ბოდიშს.
თემო
08 ივლისი 2017 01:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული