ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის აგენტმა მიხაილ მეტრეველმა სოციალური ქსელით გაავრცელა, უკრაინული კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა ახლახან პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
- მოსკოვის "ლოკომოტივმა" "შახტარს" გიორგი არაბიძის ტრანსფერზე მიმართა
მეტრეველმა "ლოკომოტივისგან" არაბიძით დაინტერესების შესახებ 29 ივნისს დაწერა, მას შემდეგ კი მოლაპარაკებებზე აღარაფერი ისმოდა. და აი, როგორც ახლახან "შახტარის" გენდირექტორმა თქვა, მოსკოველებისგან წინადადება მართლაც მიიღეს, ოღონდ მოლაპარაკებათა პროცესი აუჩქარებლად მიმდინარეობს.
"დიახ, "ლოკომოტივმა" ნამდვილად მოგვმართა არაბიძის გადაბირებასთან დაკავშირებით, მაგრამ
შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე "შახტარში" 2015 წლის ოქტომბერში, თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერი უკრაინულ გრანდს 650 ათასი ევრო დაუჯდა. ქართველმა ტალანტმა დონეცკელთა მთავარ გუნდში თავი ჯერჯერობით ვერ დაიმკვიდრა და ძირითადად, ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა.
ამჟამად არაბიძე საქართველოშია და 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. რაც შეეხება მოსკოვის "ლოკომოტივს", ამ გუნდში ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია ჩაირიცხა.