ის ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მინდორს და მოსკოვის "დინამოსთან" მატჩის გმირად იქცა - "ურალმა" სახელოვანი კლუბი სტუმრად, სწორედ ჭანტურიას მიერ ბოლო წუთებში გატანილი გოლით დაამარცხა...
- ლეგიონის უქმეები: გიორგი ჭანტურია დაბრუნდა, გაიტანა და მოიგო [VIDEO]
- ელოდით, რომ "ურალი" მოიგებდა ამ თამაშს?
- ბუნებრივია, ველოდი. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც ყველა შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძვის.
- საინტერესოა, რა გითხრათ თამაშის შემდეგ "ურალის" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ტარხანოვმა?
-
- რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი გარჯით?
- ბედნიერი ვარ და ეს ბუნებრივიცაა. სულ 15 წუთი ვითამაშე, მაგრამ გოლის გატანა მაინც მოვახერხე.
- ერთ-ერთ მომენტში დაშავდით და ხელები ფეხზე მოიკიდეთ. რა მოხდა იმ ეპიზოდში?
- უკნიდან ფეხებში ჩამარტყეს და რამდენიმე წამის შემდეგ გავაგრძელე თამაში. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივად ჩავერთე თამაშში.
- როგორ შეფასებას მისცემდით თქვენს სათამაშო კონდიციებს?
- თავდაუზოგავად ვვარჯიშობ საიმისოდ, რომ მთელი შეხვედრის სრულად ჩატარება შევძლო. ახლა ყველაფერი კარგად მიდის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"