ლეგიონის უქმეები: გიორგი ჭანტურია დაბრუნდა, გაიტანა და მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
24 წლის გიორგი ჭანტურიამ ნოემბრის მერე პირველად ითამაშა და მატჩის გმირიც გახდა - მან "ურალს" ბოლო წამებზე მოაგებინა მოსკოვის "დინამოსთან" თამაშში გადამწყვეტი გოლით - 1:0.

"ძალიან მიხარია, რომ რვა თვე უფეხბურთობის შემდეგ 15 წუთი ვითამაშე და გოლიც გავიტანე. ბევრს ვმუშაობ, რომ სრულად ვიყო მზად. რაც შეეხება გოლს, ის უფრო სანახევროდ ჩაწოდება იყო", - განაცხადა ქართველმა ლეგიონერმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პოლონეთი. ექსტრაკლასა.
ლუკა ზარანდიას (ტრავმა) "არკა" სტუმრად "სანდეციას" დაუზავდა - 0:0. მათე ცინცაძის "პოგონმა" სტუმრად 2:1 მოუგო "პიასტს", ქართველი ნახევარმცველი განაცხადში არ
ყოფილა. ნიკა კაჭარავას "კორონამ" სტუმრად 1:1 ითამაშა "ლეგიასთან". ქართველი ფორვარდის დებიუტი ჯერ არ შემდგარა. გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" 1:0 მოუგო "ლეხს". ჩვენებური 73-ე წუთზე გამოცვალეს. ლაშა დვალის "შლიონსკი" დღეს "ზაგლებიეს" ესტუმრება.

დანია. სუპერლიგა.
საბა ლობჟანიძის "რანდერსი" შინ 0:3 დამარცხდა "კოპენჰაგენთან", ქართველი თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო. დავით სხირტლაძის "სილკებორგი" სტუმრად "მიდტიულანდთან" 0:2 დამარცხდა. სხირტლაძე 61-ე წუთზე გამოჩნდა.

შვედეთი. ოლსვენსკანი.
ზურაბ ცისკარიძის (90 წ) "ესკილსტუნა" სტუმრად "კალმართან" 0:2 დამარცხდა.

ავსტრია. ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაია მალე დაიწყებს ვარჯიშს, მანამდე მისი "რაპიდი" შინ "მატერსბურგს" დაუზავდა - 2:2.

ერსტე ლიგა.
ჩემპიონატის I ტურში ლევან ელოშვილის "კაპფენბერგერი" შინ "ლიფერინგთან" 1:2 დამარცხდა. ელოშვილი მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა.
ვახტანგ ჭანტურიშვილის (90 წ) "სპარტაკმა" 1:0 მოუგო "მიხალოვცეს". გიორგი ბერიძე შესვენებაზე გამოცვალეს, მისმა "ტრენჩინმა" კი სტუმრად მოუგო "სენიცას" 2:1.

უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის (განაცხადში არ ყოფილა) "დიოშდიორი" სტუმრად "ჰონვედს" დაუზავდა - 2:2. ბაჩანა არაბული 61-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, თუმცა მისი "ბალმაზივაროში" შინ "ვაშაშთან" 0:1 დამარცხდა.

ფინეთი. იუკონენლიგა.
ირაკლი სირბილაძის (90 წ) კპვ შინ "ოულუსთან" 0:1 დამარცხდა.

ფარერები. პრემიერლიგა.
ქართველთა "სკალა" სტუმრად ბ36-თან 1:2 დამარცხდა. სტუმართა გოლი მამუკა ტორონჯაძის ანგარიშზეა.

რუსეთი. პრემიერლიგა.
მოსკოვის "ლოკომოტივმა" სტუმრად 3:1 მოუგო ცსკა-ს დედაქალაქის "დერბიში". საბა კვირკველიამ გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს). მატჩის შემდეგ იური სიომინმა განაცხადა, რომ რაც ის "ლოკომოტივს" ხელმძღვანელობს, ეს გუნდის საუკეთესო შეხვედრა იყო. "ჩემპიონატმა" კვირკველიას გარჯა 7.5 ქულით შეაფასა, რაც არისთან, ფარფანთან და ტარასოვთან ერთად, საუკეთესო შეფასებაა.

ჯაბა ლიპარტიას "ანჟიმ" 1:0 მოუგო "ამკარს", პირველი ტურისგან განსხვავებით, ქართველი მოედანზე არ იყო და სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა. თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა, თუმცა ჯერ თამაშისთვის მზად არ არის, "კრასნოდარმა" მის გარეშე დაამარცხა "ტოსნო" - 2:0.

ჯანო ანანიძეს კვლავ არ წყალობენ, მას არც II ტურში უთამაშია "სპარტაკი" სტუმრად "უფას" 0:0 დაუზავდა, ჯანო კი კვლავ სათადარიგო იყო. სამაგიეროდ, მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯიმი ტაბიძემ (გააფრთხილეს). ახალგაზრდა მცველის თამაში "ჩემპიონატმა" 6,5 ქულით შეაფასა.

"ურალმა" ბოლო წამებზე გიორგი ჭანტურიას მიერ გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა სტუმრად მოსკოვის "დინამო". ჭანტურიამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჩისამბა ლუნგუ 79-ე წუთზე შეცვალა და "ჩემპიონატისგან" 8 ბალი დაიმსახურა.

გია გრიგალავას "არსენალი" დღეს მასპინძლობს "სკა ხაბაროვსკს".

I დივიზიონი.
სამ ტურში ორი მარცხი - ასეთია თემურ ქეცბაიას "მონაგარი" "ორენბურგში", ქართველის გუნდი შინ 0:1 დამარცხდა "ბალტიკასთან". მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა ელგუჯა ლობჯანიძე. არც "კრილია სოვეტოვის" განაცხადში ყოფილა გიორგი ლორია, მისმა გუნდმა 1:0 მოუგო "კურსკს".

უკრაინა. პრემიერლიგა.
დავით ხოჭოლავა პირველად მოხვდა "შახტარის" განაცხადში, თუმცა მას "დინამოსთან" 0:1 წაგებულ მატჩში არ უთამაშია.

ლიტვა. A ლიგა.
ვაკო ბაციაშვილისა (90 წ) და ლევან ჭაფოძის (90 წ, გააფრთხილეს) "კაუნომ" "იონავას" 1:0 მოუგო. ლევან მაჭარაშვილის (90 წ) "შტუმბრასი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ჟალგირისთან".

ესტონეთი. მეისტრილიგა.
ლიდერმა "ფლორამ" სტუმრად 3:2 მოუგო "ტამეკას". ზაქარია ბეგლარიშვილი მე-60 წუთზე შეცვალეს.

ყაზახეთი. პრემიერლიგა.
ნიკა კვეკვესკირის "ტობოლი" სტუმრად ლიდერ "ასტანასთან" 0:2 დამარცხდა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. გოგიტა გოგუას (90 წ) "ოკჟეტპესი" შინ "ტარაზთან" 0:1 დამარცხდა. კახა ცხადაძის ყოფილმა გუნდმა "ქაირათმა" შინ ვერ მოუგო "ატირაუს" - 1:1. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლადო დვალიშვილმა, ხოლო უჩა ლობჟანიძე განაცხადში არ ყოფილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ღმერთმა კიდევ ბევრი გოლი გაგატანინოს მეტოქის კარში,მაგრამ შენს შემხედვარეს ხელის გულები მექავება...
sake
18:22 24-07-2017
0
არა მარტო კლუჟში, ვიტესსა და ალანიაშიც აქვს გატანილი მსგავსი გოლები. ადვილად ნახავთ ვისაც გსურთ...ძალიან ხშირად ურტყავს მსგავსს სიტუაციაში, მეტწილად ახლო კუთხეში. ღათქმაუნდა ბევრსსაც აცილებს ან მეკარე ყოჩაღობს, როგორც ზენიტის შეხვედრაში ალანიასთან... ასე რომ ეს არაა ყარაულის თოფივით გასროლა. ცოტა თავმდაბლობა ამ ბიჭს და ნაკლები ბრექები:)))
murtalo
17:02 24-07-2017
0

სიახლეები პოპულარული