გიორგი ადამია ისევ ვისლას წინააღმდეგ

AutoSharing Option
შარშანდელი სეზონის მსგავსად, ევროთასებზე ყველაზე წარმატებული აზერბაიჯანული კლუბი კვლავაც "ყარაბახია", რომლის ღირსებასაც გიორგი ადამია იცავს. იმის მიუხედავად, რომ გოლი ვერ გაიტანა, "პორტდაუნთან" ევროპის ლიგის მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა (ყარაბახს სტუმრად 2:1 ჰქონდა მოგებული), იგი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო და თავისი გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.

აზერბაიჯანულმა "ექსტრატაიმმა" მას მცირე ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც განვლილი დაპირისპირებისა და მომავალი მატჩების შესახებ გაესაუბრა.

- ბევრი იშრომეთ, მაგრამ მეტოქის კარის დალაშქვრა მაინც ვერ შესძელით. ამისთვის რა დაგაკლდათ?
- ვერ გეტყვით. თითქოს ყველაფერი სწორად
გავაკეთე, მაგრამ ფაქტია, რომ გოლის გატანა ვერაფრით მოვახერხე. ალბათ, საამისოდ იღბალიც დამაკლდა და ამასთანავე, მეტოქის მცველებმა მაღალ დონეზე ითამაშეს. საერთოდაც, დაცვა "პორტდაუნის" უძლიერესი რგოლი იყო. ისე კი, თუ უფრო დიდი წარმატებების მიღწევა გვსურს, მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც საგოლე მომენტების უკეთ რეალიზაცია გვმართებს. უნდა შევძლოთ ისეთი გუნდის წინააღმდეგობის გადალახვაც, რომელიც აქცენს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე აკეთებს.

- "პორტდაუნთან" პირველი მატჩის შემდეგ "ყარაბახის" ტაქტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა?
- ბევრი არაფერი შეცვლილა, მაგრამ გარკვეული სიახლეები მაინც იყო. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გუნდმა განსხვავებულ დონეზე ითამაშა, მაგრამ თვალშისაცემი იყო, რომ მეტოქემ აზერბაიჯანში უფრო მეტი გასაქანი მოგვცა.

- თავის დროზე, როცა "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი იყავით, პოლონური "ვისლას" წინააღმდეგ ითამაშეთ. ამ გუნდმა მაშინ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
- ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც ძალიან მდიდარი ისტორია აქვს და ერთგული გულშემატკივრებიც მრავლად ჰყავს. თუმცა უშანსოდ ნამდვილად არ ვართ, მთავარია, მეტოქე კარგად შევისწავლოთ და მისი სისუსტეები გამოვიყენოთ.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული