ალექსანდრე იაშვილი: გოლი ჩასათვლელი იყო!

AutoSharing Option
"აუე"-"კარლსრუეს" მატჩში ალექსანდრე იაშვილმა საგოლე პასი გააკეთა, თამაში კი 1:1 დასრულდა. არადა, 47-ე წუთზე იაშვილის თანაგუნდელ მაკოლეი კრისანტუსს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს - ბურთმა კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა, რაც მსაჯებმა ვერ შენიშნეს.

მომხდართან დაკავშირებით "კარლსრუეს" ქართველმა კაპიტანმა "კიკერთან" მცირე კომენტარი გააკეთა. "მაშინვე მივირბინე შეხვედრის არბიტრ ბასტიან დანკერტთან და ვუთხარი, რომ გოლი იყო, მაგრამ არც მან და არც ლაინსმენმა ჩემი პოზიცია არ გაიზიარეს", - თქვა იაშვილმა.

იმავე "კიკერმა" გასულ ტურში მისი თამაში 3,5-ით შეაფასა. "აუესთან" მატჩში იაშვილმა სეზონში მეათე გაფრთხილება მიიღო,
რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შემდეგ ტურში "აუგსბურგთან" საშინაო მატჩს გამოტოვებს.

თუკი ლევან კობიაშვილის "ჰერტას" პირველ ბუნდესლიგამდე ბევრი აღარაფერი აშორებს, "კარლსრუე" 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში დღეისთვის მე-15 ადგილზეა და ორიოდე ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "ოსნაბრიუკს". მე-16-ადგილოსანი გადათამაშებაში მესამე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანს შეხვდება.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული