ვოლგამ ქართველებთან გააფორმა

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ გოჩა ხოჯავა და გიორგი ნავალოვსკი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გადადიოდნენ. მათ რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარ კლუბთან კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერეს. ხოჯავა "ვოლგას" ღირსებას 99-ნომრიანი მაისურით დაიცავს, ნავალოვსკიმ კი 88 ნომერი აირჩია.

შეგახსენებთ, ხოჯავა ბოლოს მახაჩყალის "ანჟის" ღირსებას იცავდა, ხოლო ნავალოვსკი ბაქოს "ინტერში" გამოდიოდა. ისიც გეხსომებათ, რომ "ვოლგას" ომარ თეთრაძე წვრთნის.


მკითხველის კომენტარები / 1 /
რას დაბოდიალობენ კიდე ესენი, ხინ იქ არიან ხან აქ. გაჩერდი რა ერთ კლუბში თუ რამის ამბიცია და შესაძლებლობა გაქვს
antokeli
10:36 29-07-2010
0

სიახლეები პოპულარული